reportiori.ge - ფინანსთა სამინისტროში საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემის ახალი ვერსია დაინერგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:08
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროში საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემის ახალი ვერსია დაინერგა
ავტორი:
19 აგვისტო, 2013. 12:01

19 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის - eDocument-ის ახალი ვერსია დანერგა. სისტემით ისარგებლებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო ხაზინის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოთხი ათასამდე მომხმარებელი.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის - eDocument-ის მიზანია, დოკუმენტბრუნვის პროცესების მაქსიმალური გამარტივება და ხელმისაწვდომობა. ის უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას, საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას. სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი.

სისტემის დანერგავამდე საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალს ჩაუტარეს ერთკვირიანი ტრენინგები. ახლო მომავალში დაგეგმილია სისტემის განახლება კიდევ 22 სახელმწიფო ორგანიზაციაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016