reportiori.ge - რა უნდა გააკეთოს ირაკლი ღარიბაშვილმა მის ხელისუფლებაზე განრისხებული საზოგადოების დასაშოშმინებლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:35
პრეს-დაიჯესტი
რა უნდა გააკეთოს ირაკლი ღარიბაშვილმა მის ხელისუფლებაზე განრისხებული საზოგადოების დასაშოშმინებლად
ავტორი:
05 მაისი, 2014. 18:43



ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღების გამო ხელისუფლებამ როგორცარ უნდა სცადოს თავის მართლება, რა ახსნა-განმარტებებიც არ უნდა გააკეთოს და რა არგუმენტაციაც არ უნდა მოიყვანოს, იგი მაინც წამგებიან პოზიციაშია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კანონის დამტკიცება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა!

 

დიახ, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ფაქტი ერთია – ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არის საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის შეურყეველი ავტორიტეტის მქონე პიროვნება და ნომერ პირველი ქართველი დღევანდელ საქართველოში!

 

ამიტომაც, ნებისმიერი ძალა, მათ შორის ხელისუფლებაც, როცა იგი ქართული ეკლესიისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს დგამს, დიდად ზარალდება და მის იმიჯსა და რეპუტაციას ძლიერი, თითქმის დამანგრეველი დარტყმა ადგება!

 

ამდენად, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“, ეკლესიისა და პატრიარქის თხოვნის არგათვალისწინებითა და ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებით სერიოზული დარტყმა მიიღო!

 

დიახ, ეს ფაქტი ხელისუფლების რეიტინგს, რომელიც ნამდვილად აღარ არის ისეთი მაღალი, როგორიც წელიწადნახევრის წინათ იყო, კიდევ უფრო დაბლა სწევს!

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ხდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ხელისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო დრამატული ხდება.

 

აშკარაა, რომ ხელისუფლებამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასწრაფოდ უნდა იღონონ რამე იმისათვის, რომ სოდომ-გომორული ცოდვის ნორმად ამღიარებელი კანონის მიღების გამო ქართველ საზოგადოებაში აზვირთებული რისხვა და უკმაყოფილება როგორმე ჩაახშონ!

 

დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგან რამე ისეთი ნაბიჯი,რომელიც „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გამო აგორებულ სკანდალს გადაფარავს, საზოგადოების ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს და თანაც, ხელისუფლების იმიჯსა და რეიტინგს საგრძნობლად გამოაწაღმართებს.

 

რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?

რამ შეიძლება, აღშფოთებულ საზოგადოებას გული მოულბოს და ხელისუფლებისაკენ მიაბრუნოს?

 

ერთი ასეთი ამბავი იქნება რამდენიმე გახმაურებული საქმის გახსნა და ამ საქმეებში პირადად მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულად ცნობა, მისთვის ბრალის დაუსწრებლად წაყენება და ძებნს გამოცხადება.

დიახ, თუ კი უახლოეს დღეებში სააკაშვილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით კი არ დაიბარებენ, არამედ ოფიციალურად ცნობენ ბრალდებულად, მის საქმეს სასამართლოს გადასცემენ და მასზე ძებნას ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოაცხადებენ, ეს ნამდვილად გადაფარავს „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ სკანდალს და გაანელებს საზოგადოების აღშფოთებას ხელისუფლების მიმართ!

 

თუმცა, რადგან სააკაშვილის დაკავება და ხელბორკილებით თბილისში ჩამოყვანა ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, ხელისუფლებას სხვა ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს!

 

ასე, მაგალითად: ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში გახსნილად უნდა გამოაცხადოს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის საქმე, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმე, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გურამ შარაძის მკვლელობები...

 

რაც მთავარია, ამ საქმეების გახსნილად გამოცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული დამანაშავეების – სააკაშვილის რეჟიმის კონკრეტული მაღალჩინოსნების დაკავება ისეთი მყარი მტკიცებულებებით, რომ სასამართლომ ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს და გირაოთი არ გაათავისუფლოს!

 

უნდა მოხდეს სააკაშვილის რეჟიმის ისეთი მძიმეწონოსანი ფიგურების დაპატიმრება, როგორებიც არიან, მაგალითად, გიგა ბოკერია, გიორგი ბარამიძე, გივი თარგამაძე...

 

აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დროის განმავლობქაში მაინც გადაავიწყოს ის, თუ როგორ წავიდა იგი ეკლესიისა და პატრიარქის ნების წინააღმდეგ და როგორ მოახვია თავზე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას სოდომ-გომორის ცოდვის შვილების აღმაზევებელი კანონი!

 

დიახ, ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი იმდენად მძიმეა, რომ მის საკომპენსაციოდ ხელისუფლებას მოუწევს იმ ყველაფრის უახლოეს რამდენიმე კვირაში გაკეთება, რასაც ქართველი ხალხი აგერ უკვე თითქმის ორი წელია, ამ ხელისუფლებისაგან მოითხოვს და რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე ვერ გააკეთა!

 

დიახ, პატივცემულო ხელისუფალნო, თქვენ გასულ კვირას იმხელა დააშავეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, არჩევნებამდე დარჩენილი კვირები ამ დანაშაულის გამოსყიდვას თუ არ მოანდომეთ, მერე მეყოლეთ ვარდოსნებივით, რომლებიც ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა!

 

ასე რომ, პირდაპირ მივმართავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც უპირველესია იმ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს შორის, ვისზეც მე ამ ხელისუფლებაში გული შემტკივა:

 

ბატონო ირაკლი, თუ შერყეული რეიტინგის აღდგენა და საზოგადოების დაშოშმინება გსურთ, სასწრაფოდ გააუქმეთ თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი და უახლოეს დღეებში ბრალი წაუყენეთ სააკაშვილს, დააპატიმრეთ გიგა ბოკერია, გია ბარამიძე და კიდევ რამდენიმე ნაც-ლიდერი!

 

მხოლოდ ასე შეძლებთ, ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ნდობა და პატივისცემა დაუბრუნოთ, მითუმეტეს, რომ ზემოხსენებული ღონისძიებების გასატარებლად თქვენ ყველანაირი სამართლებრივი და კანონიერი საფუძველი გაგაჩნიათ!

 

თქვენ უკვე იფიქრეთ იმაზე, როგორ გაგეხარებინათ სექსუალური უმცირესობა და არამარტო იფიქრეთ, არამედ გააკეთეთ კიდეც ეს!

 

ახლა უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ გაახაროთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და არამარტო იფიქროთ, არამედ უნდა გააკეთოთ კიდეც ეს!

 

სხვა გზა, უბრალოდ, არ გაქვთ!

 

ჯაბა ხუბუა

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016