„ვითიბი ბანკმა" „ლისი ვერანდაზე" უძრავი ქონების შეძენის მსურველებს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხი შესთავაზა. კრედიტი სპეციალურად „ლისი დეველოპმენტის" კლიენტებისთვის შეიქმნა. სესხი გაიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობით. 15-თვიანი სესხი 0% - იანია. 3-წლიანი ვადის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი შეადგენს - 7,31%. სესხის გაცემის საკომისიო შეადგენს 0%-ს და სესხის მაქსიმალური ვადა 10 წელია.
„ლისი ვერანდაზე" საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი შენდება: 1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. 2. „თაუნჰაუსები" - საქართველოში სრულიად ახალი სტილის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საკუთარი ეზოთი. 3. ვილა ინდივიდუალური პროექტითა და საკუთარი ეზოთი.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 4000 მ²-ის ფართობის პარკს, საცურაო აუზს და ფიტნეს დარბაზს. საცხოვრებელ კომპლექსს მოემსახურება 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟი. პროექტის ფარგლებში ყველა სახლი ენერგოეფექტურია.
ამ ეტაპზე დასრულებულია 120-ზე მეტი ბინის, 20 „თაუნჰაუსის" და 2 ვილის მშენებლობა. მიმდინარეობს 19 დუპლექსის სტილის და 8 სტუდიოს ტიპის ბინების მშენებლობა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2014 წლის მაისში დაიწყება, ითვალისწინებს 48000 მ²-ის მშენებლობას და გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს.