ევროპარლამენტარი, არნო დენჟანი, ვანო მერაბიშვილთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. იგი შეშფოთებას გამოთქვამს საკანში არსებული საცხოვრებელი პირობების გამო.
„შეწუხებულები ვართ, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა არ აქვთ." - განაცხადა შეხვედრის შემდეგ არნო დენჟანმა.
მისი განმარტებით ევროპარლამნეტში აღნიშნულიდან გამომდინარე იმედგაცრუებულები არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ წინასწარი დაკავება უნდა მოხდეს გამონაკლის შემთხვევებში, ამ კონრეტულ ფაქტზე კი ნათლად ჩანს რომ ასეთი სახის დაკავება გამართლებული არ არის.
„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ ოჯახის წევრებს, მას არ აქვს კომუნიკაცია გარესამყაროსთან, თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტარების ვიზიტებს.
ჩვენ გვქონდა საუბარი მისი მდგომარეობის შესახებ, ეჭვგარეშეა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს." - განაცხადა დენჟანმა.