reportiori.ge - შოკირებული ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 6 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
შოკირებული ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 6 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით
ავტორი:
06 მაისი, 2014. 13:05

თვალთვალი, მიყურადება, პირად ცხოვრებაში თუ სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ქმედებებია. თუმცა ასეთი რამ ხდება ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებშიც -  დანაშაულის პრევენციის მიზნით და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. და კეთდება არა საიდუმლოდ, სპეცსამსახურების თვითნებობით, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.


კარგია, რომ ნიკა გვარამიამ საჯაროდ აღიარა თავისი „ღვაწლი" საქართველოში ტოტალური თვალთვალის სისტემის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. თუმცა ეს მის დანაშაულს დიდად ვერ შეამსუბუქებს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ სათვალთვალო სისტემა ტელეკომპანია რუსთავი  2-ში მოქმედებდეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან, ანუ დამონტაჟებული იყოს პირადად გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიას დავალებით. როგორც ცნობილია, ტოტალიტარული რეჟიმები, უპირველეს ყოვლისა, კომპრომატებს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, თავისიანებზე აგროვებენ, რომ მათ ნებისმიერი უკანონო დავალება უყოყმანოდ შეასრულონ. 


თვალთვალი, რა თქმა უნდა, არის ზეწოლა მედიაზე, მაგრამ არის თუ არა მედია ტელეკომპანია რუსთავი-2, ძალიან პრობლემატური საკითხია. ჩემი აზრით, ეს ტელეკომპანია (და კიდევ ბევრი სხვა!) არის არა მასობრივი ინფორმაციის საშუალება, არამედ მხარე, ნაცმოძრაობის  მიერ სასტიკად კონტროლირებადი პროპაგანდისტული სისტემის ნაწილი. ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერია იმისათვის, რომ ეს იცოდეს. მისთვის და მისი თანამშრომლებისთვის სათვალთვალო სისტემის აღმოჩენა შოკისმომგვრელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.


დიახ, თვალთვალი არ უნდა არსებობდეს, უნდა აიკრძალოს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ნიკა გვარამიას მოთხოვნას: „სასწრაფოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ჩვენს მედიას უთვალთვალებდნენ". ეს ნიშნავს, რომ, გვარამიას, ზოგადად, მედია ფეხებზე ჰკიდია - „თავის" მედიაზე ზრუნავს. ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსთავი 2 არის არა მასობრივი ინფორმაციის საშუალება, არამედ ერთ-ერთი პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის.


პატიოსანმა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ მას სახელმწიფოს სპეცსამსახურებში ჰყავს საიდუმლო ინფორმატორი. ამ განცხადების შემდეგ იგი ვალდებულია ამ პიროვნების ვინაობაც გაამხილოს, უფრო ზუსტად, გაუმხილოს პროკურატურას - სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გათქმისათვის ისიც ხომ დასასჯელია? როგორ აპირებს ამ პიროვნების (პიროვნებების) დაფარვას, თუკი გამოძიება მართლაც დაიწყება?

 

 

თეიმურაზ ქორიძე

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016