reportiori.ge - დღეს „თბილისის მოდის კვირეული“ იხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:15
კულტურა
დღეს „თბილისის მოდის კვირეული“ იხსნება
06 მაისი, 2014. 15:14


როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე „TBILISI FASHION WEEK"-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს , ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა და 6-დან 10 მაისის ჩათვლით ძირითადი ჩვენებები ვარდების ბაღში" გაიმართება.


დღევანდელ პრესკონფერენციას ის უცხოელი დიზაინერები, ბლოგერები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები დაესწრნენ, რომლებიც „თბილისის მოდის კვირეულში" მონაწილეობენ.


„თბილისის მოდის კვირეული" ატელიე „კიკალას" და გოლა დამიანის (დალოოდ ჯგუფი) შემოდგომა/ზამთრის 2014-15 წლის კოლექციების ჩვენებით გაიხსნება. თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა და თავიანთ პროდუქციას ავთანდილი, მოდის სახლი მატერია" დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, თეონა გარდაფხაძე და „Salle de Mode" წარმოადგენენ.


მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან და თავიანთ მოდელებს წარმოადგენენ. 10 მაისს დამწყებ დიზაინერთა კონკურსი გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები. მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016