reportiori.ge - ივანა მელაი: მე და დიმა ბილანს ტკბილი ურთიერთობა გვაქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:48
ყვითელი
ივანა მელაი: მე და დიმა ბილანს ტკბილი ურთიერთობა გვაქვს!
06 მაისი, 2014. 16:44


უკრაინელმა მომღერალმა ივანა მელაიმ საქართველო დატოვა,  როგორც მომღერალი ambebi.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, მოსკოვშია და იქ აპირებს კარიერის გაკეთებას. სულ ცოტა ხნის წინ დიმა ბილანმა „Instagram"-ზე მასთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა.  ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს ცნობილ მომღერალთან, მელაი პასუხობს, რომ დიმა უბრალოდ მისი მეგობარია და მისი და გურამიკო ლომიძის რომანს საფრთხე არ ემუქრება.


დიმა ბილანი ჩემი მეგობარია, კავკასიური სული აქვს. თბილი და ტკბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთი 2-3 წლის წინ ბაქოში გავიცანით და დავმეგობრდით. ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს, მოსწონს მაია კაჭკაჭიშვილის და ბორიკო შხიანის მიერ შექმნილი სიმღერა.

 

 მოსკოვში სად ვცხოვრობ, ამის შესახებ ცოტა ადამიანმა იცის. ერთ-ერთი შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, კონსიერჟმმითხრა - თქვენთან საჩუქარი დატოვესო. გამიკვირდა. როცა საჩუქარი ვნახე და გავიგე, ვინ გამომიგზავნა, შოკში ჩავვარდი. უძვირფასესი საჩუქარი იყო. ასეთი ნივთები აუქციონებზე თუ შეგხვდებათ, ძალიან ძვირადღირებული. ალბათ, არავინ იტყოდა უარს ასეთ ძვირფას საჩუქარზე, მაგრამ მე დაკავებული გოგონა ვარ, გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი და როგორც ნამდვილმა ქალმა, უარი ვთქვი ამ საჩუქარზე. ამის მიუხედავად, ყველაფერი კარგად გვაქვს მე და გურამიკოს", - აცხადებს ის.


უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი საქართველოში სვანეთში ახალი წლის ღამეს კონცერტის შემდეგ გადმოსახლდა. მასზე და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრობაზე ხშრად იწერებოდა პრესაში. ჭორები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც  მომღერლის ინტერპოლით ძებნილმა მამამ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, შედეგად დღეს ივანას ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. ინტერესი მომღერლის მაშინაც გაიზარდა, როდესაც პარლამენტარმა ირინა იმერლიშვილმა სხვა დოკუმენტებთან ერთად აღმოაჩინა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა მას 982 ლარად ღირებული სამკაული სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე უყიდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016