reportiori.ge - კახა თარგამაძე: მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, სააკაშვილს დღეს სამუდამო პატიმრობა ექნებოდა მისჯილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:22
პრეს-დაიჯესტი
კახა თარგამაძე: მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, სააკაშვილს დღეს სამუდამო პატიმრობა ექნებოდა მისჯილი?
ავტორი:
06 მაისი, 2014. 16:47

- შორიდან ძნელია, ყველაფერი წესიერად შეაფასო, თუმცა, მთავარია, რომ ნაძირლების ბანდა ხელისუფლებაში აღარ არის, ყველა სხვა პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდება, - აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე. იგივე „რკინის კაცი" და „ასავალ-დასავალთან" პოსტსააკაშვილისეულ პერიოდს აფასებს:


- მართალია, გვინდა, ძალიან სწრაფად გამოსწორდეს მდგომარეობა, მაგრამ წარმოუდგენლა მეჩვენება, ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა მოგვარდეს. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლების განუკითხაობა მოისპო. დიახ, ამ ნაძირლებისგან რომ ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდა ქვეყანა, უკვე სერიოზული მიღწევაა. თუმცა, პირდაპირ ვამბობ, მე მაინც უფრო მეტს ველოდებოდი იმათგან, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის კუთხით.


- როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლება ვერ თუ არ აღადგენს სამართლიანობას?

 

- მე რომ ვყოფილიყავი მათ ნაცვლად, სააკაშვილს ამდენი ხნის განმავლობაში დავაპატიმრებდი, ჩამოვიყვანდი საქართველოში და ქართველ ერს საჯაროდ გავასამართლებინებდი. სამუდამო პატიმრობა ექნებოდა დღეს მისჯილი, ვერსად ვერ გამასწრებდა, მათ შორის, ვერც ამერიკაში!


- თუ დასავლეთი არ მოგცემდათ ამის უფლებას?

 

- მაინც დავიჭერდი! ხომ გახსოვთ - „რკინის კაცი" ვარ-მეთქი, ვთქვი. უკან არაფერზე დავიხევდი. მას ქართველი ერის წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი. 4-5 მილიარდი მაინც აქვს პირადად სააკაშვილს საქართველოდან წაღებული. იუჯეტის ფულიდან ასეულობით მილიონი აქვთ დახარჯული ლობებზე და საკუთარ პიარზე. როგორ შეიძლება, ეს ადამიანი დღეს გარეთ იყოს?! ნიურნბერგის პროცესი მონაგონი იქნებოდა სააკაშვილისა და მისი ბანდისათვის. გივი თარგამაძე, ბოკერია და სხვები, წესით, ახლა ციხეში უნდა ლპებოდნენ, მაგრამ ეს ნაძირლები ისევ დაჯლიგინებენ ქვეყანაში და კიტრად მოაქვთ თავი. გივი თარგამაძის შემხედვარეს საკუთარი გვარის ხსენება აღარ მინდა. რამდენჯერ შევუთვალე - გვარი შეიცვალე, შე ნაძირალა-მეთქი... სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მარტო იმიტომ უნდა დაისაჯოს საეკაშვილი, რომ ომი წამოიწყო, ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და საშვილიშვილოდ დაგვაკარგვინა ტერიტორიები, არადა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შეაძლებლობა ჰქონდა. არადა, ამ ნაძირალამ კი იმის შანსიც არ დაგვიტოვა, ვინმესთან რაიმე თემაზე ვილაპარაკოთ...

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ისტორიული ცრუპენტელაა, სიმართლე თქვა, როდესაც განაცხადა, მხარს დასავლეთი მიჭერსო - მას ამერიელები იცავენ. როგორც ჩანს, ქვეყნისთვის საზიანო ბევრ დავალებს ასრულებდნენ და დღეს მათ დასავლეთის იმუნიტეტი იცავთ.


- სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურების პროცესს არასწორ საკადრო პოლიტიკასაც უკავშირებენ. ერთ-ერთი პრეტენზია ახალი ხელისუფლებისადმი ისიც არის, რომ წამყვან თანამდებობაზე სააკაშვილის დროინდელი კადრებია დანინული...

 

- 1917 წელს როდესაც რევოლუცია მოხდა, ყველა კადრი შეიცვალა, ოპერატიული და საგამოძიებო სამსახურების გარდა. მიუხედავად ამისა, შეცდომაა, რომ სააკაშვილის დროინდელი კადრები ინარჩუნებენ თანამდებობებს. ისინი საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?! თანამდებობებზე ნაწილობრივ მაინც უნდა დაებრუნებინათ ის პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩნენ.


- როგორ ფიქრობთ, გახმაურებული საქმეები, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტიც, დასავლეთის იმუნიტეტის გამო არ იხსნება?

 

- ეჭვი მეპარება, ზურაბ ჟვანიას საქმე ვიღაცის მითითებების გამო არ იხსნებოდეს. უფრო მგონია, ამ საქმეების გახსნაში პრობლემები შეექმნათ. წლების გასვლის შემდეგ ძალიან რთულია მტკიცებულებების მოპოვება.


- როგორც პროფესიონალს, რა შეგიძლიათ, თუნდაც შორიდან თქვათ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით? პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდა თუ მოკლე?

 

- იმ ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, რაც პრესაში მაქვს წაკითხული, როგორც პროფესიონალმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან ჰგავს მკვლელობას! ზურაბ ჟვანია სააკაშვილის მოსისხლე მტერი რომ იყო, ეს ჩემზე კარგად არავინ იცის. პირდაპირ გეტყვით, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, ერთიც და მეორეც ჩემთან უფრო ადვილად პოულობდა საერთო ენას, ვიდრე ერთმანეთში. ნათქვამია, ღირსეული მოწინააღმდეგე სჯობს მოღალატე მეგობარსო.  სააკაშვილს და ჟვანიას ერთმანეთი ეზიზღებოდათ! არცერთი არ მალავდა ამას, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან. ცხადია, სააკაშვილის პირველობა ჟვანიასთვის კატასტროფა იყო. მან ხომ ძალიან კარგად იცოდა, რასაც წარმოადგენდა მიშა. საწყალი ჟვანია იმაში შეცდა,რომ ნაძირალა სააკაშვილს ხეზე ასვლა ასწავლა. რასაც მე მაბრალებდა ზურაბ ჟვანია, სინამდვილეში მას სააკაშვილი უკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას ამის შესახებ მტკიცებულებებსაც ვაძლევდი, არ სჯეროდა. მისი დაღუპვის შემდეგ კი, რა ოფიციალური ვერსიაც შემოგვთავაზა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ყველამ კარგად დაინახა და ყველაფერს ფარდა ახადა. საქმე ის გახლავთ, რომ ჟვანიას, მას შემდეგ რაც მე დამეჯახა, პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდა. როცა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, პირველობის შანსი დაკარგა. მან ეს მოგვიანებით გააცნობიერა და, სხვათა შორის, ცდილობდა ჩემთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ამისთვის ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილსაც დაუკავშირდა, მაგრამ მასთან საუბარზე კატეგორიული უარი ვთქვი.


ჟვანიას გარდაცვალების და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიებას უდიდესი პროფესიონალიზმი სჭირდება. მართალია, ჩემი მინისტრობის დროს გავხსენით წლების წინ ჩადენილი სოლიკო ხაბეიშვილის, გია ჭანტურიას მკვლელობები, მაგრამ, მაპატიონ დღევანდელმა სამართალდამცავებმა, ჩვენ სხვა გამოცდილება და ცოდნა გვქონდა. ლეიტენანტობიდან გენერლობამდე ყველა საფეხური გვქონდა გავლილი.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრზე?

 

- კონკრეტულად რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ ვიცი, მაგრამ ალექსანდრე ჭიკაიძე ახალგაზრდა კაცია და მინდა, წარმატებას მიაღწიოს. პირდაპირ მას არა, მაგრამ მამამისს კარგად ვიცნოდი და გულწრფელად ვგულშემტკივრობ. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ირაკლი ღარიბაშვილი. გაწონასწორებული კაცი ჩანს, პირადად არც მას ვიცნობ და ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეტყობა, რომ ოჯახში აღზრდილი ადამიანია. მისი წარმატება ქვეყნის წარმატებაა! მართალია, სააკაშვილის შემდეგ ქვეყნის ფეხზე დაყენება გაუჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა შეძლოს და ეს, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენით უნდა დაიწყოს! მან კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს დასავლეთს, რომ ბანდიტებისა და არაკაცების დაცვას თავი დაანებონ! მთავარია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ საქმეში ქართველი ერი უდგას გვერდით!


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთ „ასავალ-დასავალი"

5 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016