reportiori.ge - როგორი მამაკაცი სჭირდება თამთა გოდუაძეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:40
ყვითელი
როგორი მამაკაცი სჭირდება თამთა გოდუაძეს
07 მაისი, 2014. 12:30

მუსიკალურ პროექტ "იქს ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი,  საბერძნეთიდან მოწვეული 32 წლის თამთა გოდუაძე ჟურნალ „სარკესთან" პირად ცხოვრებაზე საუბრობს:


 " ჩემი ცხოვრების დღევანდელი რიტმი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ოჯახზე ვიფიქრო. ასე მგონია, ოჯახის შექმნა  კიდევ ერთი ტვირთი იქნება, რომლის ტარებაც არ მინდა. ჩემი გონება ისედაც ბევრი რამით არის დატვირთული, ვარ მარტო, მაგრამ ძალიან კარგად. ალბათ ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც გათხოვებაზე დამაფიქრებდა.


ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი საქმე, შვილი და ჩემი ცხოვრებაა. ვიცი, რომ საყვარელ მამაკაცს დღეს ისეთ იდეალურ გარემოს ვერ შევუქმნი, როგორიც წარმომიდგენია, ამიტომ ჯობია  ამაზე არც ვიფიქრო.

 

არც ისეთი მომთხოვნი ვარ, რომ ქართველ მამაკაცებს შეეშინდეთ. მიყვარს თავდაჯერებული კაცები, მაგრამ  არა ისეთი, რომ ყოველ წუთში ახდენდე ამის დემონსტრირებას.  მჭირდება მამაკაცი, რომელიც შინაგანად არის თავდაჯერებული და მე დავინახავ ამ თვისებას მასში. ამას არც ფული სჭირდება და არც პოპულარობა, ხშირად მამაკაცებს ეს ეშლებათ ხოლმე. თვლიან, რომ თავდაჯერებულობა ფული და ავტორიტეტია. პირიქით, პოპულარული მამაკაცები არც მიზიდავენ.

 

ისეთი უცნაური ვარ, რომ ვერც ერთმა თაყვანისმცემელმა მიაღწია იქამდე, რომ ჩემთვის ხელი ეთხოვა და, მით უმეტეს, ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინა. არასოდეს დავხარბდები იახტას და ფულს. თუ ის მამაკაცი ისეთი ხასიათისაა, როგორიც მე მინდა, რა თქმა უნდა, ფულის გამო არ დავიწუნებ, მაგრამ პირიქით რომ იყოს, არავითარ შემთხვევაში!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016