მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ „სარკესთან" პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. როგორც მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, მაყურებლებისგან დადებითი შეფასება მიიღო, თავად კი მომდევნო ტურებში უკეთ ცეკვას აპირებს.
თიკა ჯამბურია: „რა თქმა უნდა, ჩემი ცეკვით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ახლა უკვე ვიცი ფეხი როგორ უნდა დავდგა, ხელი როგორ უნდა ვამოძრაო. უკეთ შეიძლებოდა მეცეკვა. მომდევნო ტურებში მეტს გავაკეთებ. მაყურებლისგან ნორმალური, დადებითი შეფასებები მივიღე. ყველამ მითხრა, რომ ჩემს ასეთ ცეკვას არ ელოდნენ.
__ თიკა, ვიცით, რომ თქვენმა ყოფილმა ქმარმა, ბექა ხოფერიამ მეგობრების გარემოცვაში უყურა თქვენს ცეკვას და ძალიან გქომაგობდათ...
_ რა შუაშია ყოფილი ქმარი?! ამ ინტერვიუში რა შუაშია მისი ხსენება?! ჰო, ალბათ მიყურა. ცეკვის დროს ყოფილ ქმარზე მეტად სხვა რაღაცეებზე მეფიქრებოდა. "