აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ეწვია. მთელი დღის განმავლობაში იგი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.- განიხილავენ საქართველოს გაწევრიანების საკითხს NATO-სა და ევროკავშირში, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ, როგორც ცნობილია ჰეიგი სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულმა განცხადებებმა არ შეიძლება ჩვენი შეშფოთება არ გამოიწვიოს, რადგან ეს ყოველივე პირდაპირ ურტყამს აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს - პირველ რიგში აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხს.
დასავლეთმა რუსეთისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ გადაწყვიტა ქმედება. არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთიც უახლოეს მომავალში დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის მსხვერპლი გახდეს. მოვლენების მსგავსი განვითარება, აამოქმედებს საქართველოს რევანშისტულ ძალებს, რომლებიც ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას და ძველებურად სოხუმის დაბრუნების იმედი აქვთ.
მსგავს სიტუაციაში, აფხაზეთის შემხვედრი ნაბიჯი იქნება ის, რომ აფხაზეთმა სამხედრო დახმარება რუსეთის ფედერაციას სთხოვოს. ასევე მოითხოვოს, სამხედრო ძალის შევსება რუსი ჯარისკაცებით აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე, რათა მოხდეს აფხაზეთში დესტაბილიზაციის წამოწყების ყოველგვარი სურვილის ჩახშობა", - ნათქვამია განცხადებაში.