reportiori.ge - შალვა რამიშვილი: დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:39
ყვითელი
შალვა რამიშვილი: დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს!
08 მაისი, 2014. 12:27


სკანდალური იმიჯის მქონე ტელეწამყავნი შალვა რამიშვილი ბოლო პერიოდში, ახალი სატელევიზიო გადაცემის, შალვა რამიშვილის შოუს" გამო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ყურადღების  ობიექტად იქცა. ტელეწამყავნის მიმართ დადებით შეფასებებთან ერთად, მაყურებელთა მხრიდან კრიტიკული აზრიც გაჩნდა. სწორედ, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გამო აქვეყნებს შალვა რამიშვილი  Facebook-ის  საკუთარ გვერდზე, ორი წლის წინ დაწერილ წერილს:


"პატიოსანთა მაფია" მებრძვის ანუ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები


სულ რაღაცას ვწერ, ვიღებ, გადაცემები მიმყავს... ვმაიმუნობ.


სულ მიხურებენ, თავს მესხმიან, ყველაზე ხშირად მორალს იშველიებენ. ამბობენ, რომ უზნეო მასტი ვარ, ფულის მოყვარული, ნაკლებად მორწმუნე, სიტყვის თავისუფლების გამყიდველი, რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა. რომც არაფერი თქვან, ისედაც ვატყობ, რომ "დალაგებულ" გარემოში შფოთი შემომაქვს ხოლმე. რაღაცეებს ვლაპარაკობ, ვჟესტიკულირებ, ვატარებ პერფორმენსს სახელწოდებით:


"მშვიდ და მდორე გუბურაში, რომლის ზედაპირიზე მოლივლივე ლოტოსებზე წამოსკუპულან ნაირფერი პეპლები, შედგაფუნდა პატარა ბეჰემოტუნა და ვამჩნევ რომ ეს "პეპლები" შიშით მიყურებენ. ჰგონიათ, რომ ბეჰემოტი გუბურის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. განა, არის რამე გარანტია რომ 1 საათის წინ ამ არსებამ სადმე ტალახში არ იგორავა? ხომ შეიძლება ათასი ბაცილა და ბაქტერია შეიჭრას მათ გუბურაში?!


დიახ, მე არა ვარ ყველაზე პატიოსანი კაცი ამ ქვეყანაში. მეტსაც გეტყვით, მსგავს კონკურსში ალბათ პირველ კასტინგსაც ვერ გავივლიდი. მაგრამ "რაღაა იგი ნათელი, რასაც არ ახლავს ბნელია". ხომ უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც სხვათა "პატიოსნების" საზომი იქნება. გარდა ამისა, თუ ჩემი ნახელავი გევასებათ, მომეცით უფლება ვიყო მორალურად რელატიური. ისე, როგორც


ყველა სოფელს სჭირდება თავისი გიჟი - მეც მიყოლიეთ ერთი დევიანტი. პირი, რომელიც ჯანდაბას ... ნებაყოფლობით თანხმდება ამ როლზე. სხვა ვიღაცეებს არ მოეწონებათ ეს როლი. რადგან ისინი ზნეობრივ ადამიანთა მაფიაში არიან გაერთიანებული. ზნეობა მათ თვითრწმენას ჰმატებს. ისინი ხომ არ ჩაიდენენ იმას, რაც მე მომიმოქმედებია (თუმცა აქაც დასაზუსტებელია, თუ რას მედავებიან პატიოსანთა მაფიის წევრები), ისინი ხომ იღწვიან სამშობლოსათვის,დემოკრატიისათვის, იბერიის გაბრწყინებისთვის. მოკლედ, ზოგი რისთვის და ზოგი რისთვის. მეც ვცადე მეძახა ასეთი რაღაცეები, მაგრამ გამიჭირდა.

არ გამომდის ეკლესიაში ლოცვა... არ მელოცვინება, არ შემიძლია

ჟურნალისტურ ბალანსზე და ობიექტურობაზე ვიბაზრო - არ მჯერა ამის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვცდუნდები, რომ არ ჩავიდენ უზნეობას. შეიძლება ჩავიდინო - გააჩნია ცდუნების ხარისხს.


ძალიან ხშირად, როცა პატიოსანთა მაფია მიტევს, მათ თავდასხმებს ძალზედ ერთფეროვანი, მოსაწყენი იერი აქვს. თუმცა იმასაც ვხდები, რომ პატიოსნებს არ შეუძლიათ სხვაგვარად. ციხეში იყო ასე. ძველ ბიჭს


თუ ვინმე ეტყოდა "მართალს მეუბნებიო?" ის ვალდებული იყო დაეძაბა და "შენ რა, ჩემს სიტყვაში ეჭვი გაპარებაო?" - ეკითხა. ასევეა პატიოსნების მაფიის წევრების შემთხვევაშიც. ისინი ვალდებულები არიან დაგმონ უზნეობის გამოვლინება. ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას. დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს. თუ რამე ფაქტები გინდათ,


შემატყობინეთ და მოგწერთ. ამასთან, ბოლოში გამოხატეთ იმედი, რომ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები" - წერს შალვა რამიშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016