საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა საჯარო მიმართვა
ბატონო პრემიერო, უწმინდესო და უნეტარესო, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც დაუნჯებულია წინაქრისტიანული, ქრისტიანული და თანამედროვე პერიოდის ხელოვნების მსოფლიო მნიშვნელობის სწორუპოვარი ძეგლების შემცველი მრავალათასიანი კოლექცია, გაქრობის პირასაა.
უწმინდესო და უნეტარესო, თქვენმა თანადგომამ ხელოვნების მუზეუმი ხელყოფისაგან არაერთხელ იხსნა. მუზეუმს დღესაც თქვენი თანადგომის უდიდესი იმედი აქვს.
ბატონო პრემიერო, როდესაც თქვენ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობდით, ხელოვნების მუზეუმს ქმედით დახმარებას უწევდით. ამჯერადაც თქვენთვის ჩვეული გულისხმიერების და სამართლიანობის იმედი გვაქვს.
ბატონო პრემიერო, უწმინდესო და უნეტარესო, გთხოვთ, შეგვხვდეთ ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებს და უშუალოდ ჩვენგან მოისმინოთ ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა: ხელოვნების მუზეუმს, კულტურის ამ ძირძველ კერას, აღუდგეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და მუზეუმი უშუალოდ დაექვემდებაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ისე, როგორც ეს იყო ჩვენი მუზეუმის დაარსებიდან 2004 წლამდე.
პატივისცემით და იმედით
გია მარსაგიშვილი,
ელენე კავლელიშვილი,
გოჩა ლომთაძე,
მანანა წერეთელი