„პრაიმ თაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს და ვახო ნიკოლაიშვილს დღეს ქორწილი აქვთ. „მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ და შვილიც ჰყავთ, ოფიციალური საქორწინო ცერემონიალი, მეგობრებთან ერთად ჯერ არ ჰქონიათ. ჯვარი რამდენიმე კვირის წინ დაიწერეს, ხელიც მოაწერეს და 2 თვის შვილი ირაკლიც მონათლეს. ის, რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდნენ, დღეს საღამოს, განახორციელებენ. ქორწილს თეთრი კაბით და სხვა სიურპრიზებით მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ. სალომეს მეჯვარეები ჯაბა კილაძე და ია ფარულავა არიან. სიძეს სამი მეჯვარე ჰყავს: ირაკლი ლაბაძე, გურო გადაბაძე და ირაკლი ჩხიკვიშვილი.
სალომე გოგიაშვილი: ეს არ არის დაგვიანებული ქორწილი, ზუსტად საჭირო დროს აღვნიშნავთ. მაქსიმალურად ისე აღვნიშნავთ, როგორც ორივეს გვინდოდა. თეთრი კაბა მეცმევა. აღმოვაჩინე ერთი გოგო ხათუნა ბოჭვილი, რომელიც მე პირადად ბევრ დიზაინერს მირჩევნია. ფანტასტიურად არის შესრულებული ის ,რაც მე ძალიან მინდოდა. ძალიან კარგი დღე მაქვს, რა თქმა უნდა ნერვიულობაც ახლავს თან ამ ყველაფერს, მაგრამ ეს დღეც ჩვეულებრივად, ოჯახური მოვლით დაიწყო. ჯერჯერობით ვახშამს ვუმზადებ ოჯახს, დავამთავრებ და მომზადებას დავიწყებ. ემოციები რა თქმა უნდა უფრო ბევრია, ვიდრე სხვა დღეს და ვემზადებით, რადგან ბევრი სტუმარი გვეყოლება და გვინდა ყველაფერი კარგად იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ კარგიც იქნება, რადგან ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ემზადება და ძალიან მეხმარება. თბილისიდან დღეს ვერ გავალთ, რადგან ბავშვი ჯერ პატარაა და ვერ ვტოვებთ“.
სალომე და მისი მეუღლე ქორწილს ერთ-ერთ რესტორანში გადაიხდიან.