reportiori.ge - ნიკა გვარამია: ფარული მოსმენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან არც ისეთი ცუდი წარმოდგენის ვარ ამ ხელისუფლებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:04
მედია
ნიკა გვარამია: ფარული მოსმენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან არც ისეთი ცუდი წარმოდგენის ვარ ამ ხელისუფლებაზე
08 მაისი, 2014. 15:50


„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჟურნალ „გზასთან „ ინტერვიუში ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ ფარული მოსმენების სკანდალზე საუბრობს:


მართალი გითხრათ, ფარული მოსმენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან არც ისეთი ცუდი წარმოდგენის ვარ ამ ხელისუფლებაზე. თუ ეს , რა თქმა უნდა, ხელისუფლების გაკეთებულია, უფრო სწორად შს სამინისტროსი, რისი თქმის საფუძველიც და წინაპირობაც, ჯერჯერობით, ნამდვილად არსებობს.


__ ბატონო ნიკა, ახლა, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცადეთ ეს ყველაფერი, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ფარული მოსმენების დანაშაულებრივი პრაქტიკა სწორედ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ასეთ ჩანაწერებს რუსთავი 2" წარმატებით ავრცელებდა?


_ არა, „რუსთავი 2" არაფერ შუაშია, ამ არჩევანს აკეთებდა ხელისუფლება , რომლის ნაწილიც მე ვიყავი. ვერ დავეთანხმები იმას რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივი პრაქტიკა დაიწყო. უბრალოდ, გადაწყვეტილება, თუნდაც ლეგალურად მოპოვებული ფარული მოსმენების გამოქვეყნებაზე სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, შესაძლოა კანონიერი ყოფილიყო, მაგრამ მიზანშეუწონელი იყო. ამიტომ მოვიხადე ბოდიში, რომ ვმონაწილეობდი ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. გულწრფელად გეტყვით: ძალიან ვწუხვარ რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილებებისთვის ხელის შესაშლელად არაფერი ვიღონე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი, მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო ინსტიტუტების სრულ დისკრეციას."


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  ცოტა ხნის წინ  პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა. ამასთან, მან ბოდიშიც მოიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016