reportiori.ge - ელენე თევდორაძე: ზურაბ ადეიშვილს მეტი ცოდვები აქვს, ვიდრე ვანო მერაბიშვილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:42
ინტერვიუ
ელენე თევდორაძე: ზურაბ ადეიშვილს მეტი ცოდვები აქვს, ვიდრე ვანო მერაბიშვილს!
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 19:48

„ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს იცავდა, „რეპორტიორთან" საუბარში ხმამაღლა, აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია

- სამართლიანობის უცებ აღდგენა ვერ მოხდება... წარმოიდგინეთ, პროკურატურაში ათასობით განცხადება შევიდა. ფიზიკურად შეუძლებელია ყველა მათგანი უცებ დაკმაყოფილდეს. მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი... გასაგებია, ყველა ჩქარობს სიმართლის გარკვევას, მაგრამ მთავარია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო... ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე  უფრო ვამახვილებ ყურადღებას, ვიდრე ოდიოზურ ფიგურებზე - ახალაიაზე ან მერაბიშვილზე... გეთანხმებით, რომ პრეტენზიები მათ მიმართ საკმაოდ ბევრია... გახსოვთ, ალბათ, როცა ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი ჩინოვნიკების პროკურატურაში გამოძახება დაიწყო, ვანო მერაბიშვილმა თავად განაცხადა - გთხოვთ, მათ თავი დაანებეთ, ყველაფერზე პასუხს მე ვაგებო. დიახ, ნამდვილად ვთვლი, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე!


- სამართლიანობის აღდგენასთან პირდაპირ კავშირშია პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება... არ მეთანხმებით?  

- ჩემი ოცნებაა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხნას და საბოლოოდ გავიგო სიმართლე. მე გახლდით ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც გამოვთქვი ეჭვი და პირდაპირ განვაცხადე, რომზურაბ ჟვანია არის მოკლული! შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია თავისი სიკვდილით, ეფემერული მოწამვლით არ მომკვდარა! დიახ, ის სურათი, რომელიც ეკრანზე ვნახე, დაუჯერებელია! ზურაბ ჟვანია „კალბასს" და ასეთ რაღაცეებს არ მიირთმევდა. მეტიც, ზუსტად ვიცი, რომ იმ პერიოდში ის დიეტაზე იყო. ან, რაულ უსუპოვი იქ ფეხშიშველი მივიდა? ერთი ფეხსაცმელი ჰქონდა და მეორე არა? ზურაბი ფრთხილი ადამიანი იყო და ის ვერ გახდებოდა მოწამვლის მსხვერპლი...


- მაშინ ვანო მერაბიშვილს  ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაუსვამს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდა!..


ვანო მერაბიშვილი მაშინ მარტო არ გამოსულა. როდესაც მან პრემიერ მინისტრის გარდაცვალების ფაქტი  საზოგადოებას ამცნო, მის გვერდით ზურაბ ადეიშვილიც იდგა....

- ამით რისი თქმა გსურთ?

- ძალიან მიკვირს, რომ დღეს ზურა ადეიშვილის მიმართ ნაკლებად ისმის პრეტენზიები. პირდაპირ ვაცხადებ: ზურაბ ადეიშვილს მეტი ცოდვები აქვს, ვიდრე ვანო მერაბიშვილს. დღეს რომ ჩვენი პროკურატურა ძლიერი არ არის, სწორედ ადეიშვილის ბრალია! დიახ, მან ასწავლა პროკურორებს მოჩვენებითი გამოძიების ჩატარება! დიახ, ყველაფერი მასთან შეთანმხებით ხდებოდა. როდესაც პროკურორებს ვეუბნებოდი,  ეს ასე არ არის-მეთქი, როგორც ადეიშვილი იტყვის, მაინც ისე იქნება ყველაფერიო - მპასუხობდნენ... პროკურორები გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ზურაბ ადეიშვილმა პროკურორების მთელი პლეადა გააფუჭა... მას  ბიზნესმენები და არა მხოლოდ ბიზნესმენები ანგარიშს აბარებდნენ... არქიტექტურული გეგმებიც კი მასთან მიჰქონდათ შესათანხმებლად!

- ადეიშვილმა იცის, რომ მას ყველაზე მძიმე ბრალდება წაეყენება!

სირცხვილია, დღეს დავით ჭაკუას ადვოკატი ანგელოზად წარმოგვიჩენს საკუთარ კლიენტს... მე ვიცი, როგორი ანგელოზიც იყო ჭაკუა! დიახ, მას სერიოზული წვლილი მიუძღვის პატიმრების წამებაში! მე რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ტელევიზიით იხილა...

ის, რომ ჭაკუა ცდილობს ყველაფერი ადეიშვილს გადააბრალოს, ასე არ არის... თუ არ უნდოდა იმის გაკეთება, დაეტოვებინა თანამდებობა და არ შეესრულებინა ზემდგომის ბრძანებები, ისევე როგორც მე გავაკეთე თავის დროზე! როცა დავინახე, რომ საქმეს ვეღარ ვაკეთებდი, პოლიტიკიდან წავედი. დავალების მიმცემიცა და შემსრულებელიც ჩემთვის ერთნაირი დამნაშავეა!...


- მივუბრუნდეთ ჟვანიას თემას... ალბათ, შემთხვევით არ აღნიშნეთ, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით ზურაბ ადეიშვილი იდგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გაზით გაგუდვის შესახებ გვაუწყეს...

- ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის, როდესაც მაღალი რანგის იურისტი, ზურაბ ადეიშვილი გამოძიების ჩატარების გარეშე დაეთანმა იმ ვერსიას, თითქოს ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა. ჯერ ბოლომდე შეისწავლე საქმე, ან „ვარაუდიაო" -  მაინც თქვი?!. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, ვისი ხელი ურევია ჟვანიას მკვლელობაში, თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას...

მიშა სააკაშვილი პატივს სცემდა ზურაბ ჟვანიას. როგორც ზურა მეუბნებოდა, თავიდან შეიძლება მისთვის ეყვირა, მაგიდაზე ხელები ებრახუნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე აკეთებდა, როგორც ზურა სთავაზობდა. როგორც ჩანს, ვიღაცას  არ აწყობდა, რომ მიშას უკან ჯერ ზურაბი იდგა და მერე სხვა დანარჩენები...

არადა, დრო რომ გადის, დანაშაულის კვალი იკარგება... ის სახლი, სადაც ზურაბი მკვდარი იპოვეს, ისიც კი დანგრეულია...


- სხვათაშორის, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა გიორგი ბარამიძემ პირველად ახსენა სიტყვა -  „ჟვანიას მკვლელი"...

გია ბარამიძემ ნამდვილად მეტი იცის ჟვანიას მკვლელობის შესახებ, ვიდრე მე!მკვლელობის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ის მივიდა.. სხვათაშორის, ზურას სიკვდილიდან ათი დღის შემდეგ მე და გია ბარამიძე პარიზის აეროპორტში შევხვდით ერთმანეთს. მაშინ ვკითხე - გია, ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, რა ხდება ზურასთან დაკავშირებით-მეთქი... მისი პასუხი ძალიან მოკლე იყო - ერთი რამე შემიძლია გითხრა,  მიშა ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდაო...  ვფიქრობ, გიამ იცის, ზურაბის სიკვდილში ვიღაცის ხელი რომ ურევია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის სააკაშვილი! ფაქტია,  რომ იგი  ხელს აფარებს...


- წესით, ქვეყნის პირველმა პირმა უნდა იცოდეს, ვისი ხელიც ურევია ჟვანიას სიკვდილში...

- ასი პროცენტით ეცოდინება! ასი პროცენტით!


- მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რატომ სდუმდა ზურაბ ჟვანიას სამეგობრო? ერთხელაც  არ გაუპროტესტებიათ ის, რომ წინა ხელისუფელამ ეს საქმე არ დახურა...

- ეს მათ სინდისზე იყოს!..  ზურას ოჯახს ეჭვიც არ ეპარება, რომ იგი მოკლულია!...

 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016