reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: არ გვინდა ისეთი ცივილიზაცია, რომლის გზაც უკანალზე გადის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:43
პრეს-დაიჯესტი
გია კორკოტაშვილი: არ გვინდა ისეთი ცივილიზაცია, რომლის გზაც უკანალზე გადის!
ავტორი:
09 მაისი, 2014. 11:44



მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს.

 

_ სამწუხაროდ, ქვეყანაში საქმე ისე ვერ არის, როგორც ველოდით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ენერგიული და ახალგაზრდა ირაკლი ღარიბაშვილი, იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოში მოხდებოდა სამართლიანობის აღდგენა. ხალხი ბიძინა ივანიშვილისგან ფოჩიან კანფეტებს არ ელოდა. მესმის, რომ ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას დრო სჭირდება, მაგრამ ივანიშვილის დაპირებებში იყო ისეთიც, რის განხორციელებასაც დიდი დრო და თავის მტვრევა არ სჭირდებოდა, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა... საქართველო ლაბორატორიად გადააქციეს. მთავარია, ბიძინას მოეწონოს ადამიანი და მყისვე ნიშნავს პრეზიდენტად, პროკურორად და სხვა თანამდებობაზე. შემდეგ იმედს რომ ვერ გაუმართლებენ, პასუხისმგებლობა, ივანიშვილს კი არა, ჩვენ _ ხალხს გვეკისრება.

 

_ ირაკლი ღარიბაშვილს სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მეტი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, მის მიმართაც ბევრს გაუჩნდა უნდობლობა...

 

_ ეს ანტიდისკრიმინაციული კი არა, ელ-გე-ბე-ტე საზოგადოების კანონია, რომელიც დაამტკიცა «ძვირფასმა» პარლამენტმა. ზოგი ამბობს, ეს კანონი კარგად არ არის განმარტებული ხალხისთვის და არ არის საშიშიო. მეორენი ამბობენ _ ეს კანონი საშიშია, მაგრამ პარლამენტი ფუთავს ისე, რომ ევროპაში შევიდეთო. არის კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომლის მიხედვით ეს კანონი საკმაოდ საშიშია ჩვენი ღირებულებებისთვის, მაგრამ პარლამენტს ეს არ აინტერესებს, რადგან მიაჩნია, ეს ყველაფერი ცივილიზაციამ მოიტანაო. თუ დღეს საზოგადოების ნაწილი ვერ ერკვევა ამ კანონში და ბრმად სჯერა პარლამენტის, ის კი შეცდომას უშვებს, ხვალ ხომ აუცილებლად გაათვითცნობიერებს ამ ყველაფერს, რადგან დაინახავს ლგბტ საზოგადოების წევრების თავხედურ მოქმედებებს, რაც საქართველოს არც აქამდე აკლდა?! ამის შემდეგ ვერც ერთი მთავრობა შორს ვერ გაფრინდება. ან უნდა გადაგვარდეს ქართველი ერი, ეს ავადმყოფები რომ გაფეტიშდნენ, ან კიდევ მამაპაპისეულ ტრადიციებს არ დაივიწყებს და ამ ავადმყოფებს არ გააჭაჭანებს. მართლმადიდებელი ეკლესია წინააღმდეგია ამ კანონის შემოღების. ქართველი ერი კი პარლამენტზე მაღლა ყოველთვის დააყენებს ეკლესიას. თუ ეკლესია გადაწყვეტს, რომ ამ საშინელებას ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა, დღევანდელი პარლამენტისგან აღარაფერი დარჩება. ქართველი კაცი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა საკუთარი მრწამსის დასაცავად, იბრძოდა, რომ სოდომ-გომორის ცოდვაში არ ჩამდგარიყო, მაგრამ დღეს თანამედროვე მანქურთების მიერ ისეთი გაუბრალოებულია ეკლესიაც და სარწმუნოებაც, რომ გაგიჟდება ნორმალური ადამიანი. და თუ ეს კანონი მართლა არ არის ჩვენი სარწმუნოებისა და ეროვნულობისთვის საშიში, პარლამენტარი რომ გქვია და ტრიბუნიდან ჰონორით მელაპარაკები, კეთილი ინებე, თითოეულ ადამიანს აუხსენი, რა ხდება რეალურად, მაგრამ დღევანდელ მთავრობას ხალხთან ურთიერთობა საერთოდ არ აქვს. ამიტომ მოვითხოვ, კეთილი ინებოს ამჟამინდელი პარლამენტის დირექტორმა, რომელიც სხვა ადგილიდან მართავს დეპუტატებს, უბრძანოს თავის პარლამენტარ-ქვეშევრდომებს, მასასთან, საზოგადოებასთან იქონიონ მჭიდრო ურთიერთობა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნან, რასთან გვაქვს საქმე...

 

_ პარლამენტის «დირექტორი» დავით უსუფაშვილია...

 

_ ვგულისხმობ პარლამენტარების უკან მდგარ ადამიანს, რომელიც რეალურად მართავს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობას.

 

_ საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან გაუკვირდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირეს ზაზა პაპუაშვილმა და სოსო ჯაჭვლიანმა.

 

_ ზაზა და სოსო ჩემი მეგობრები არიან. მათ ამ დღეებში აუცილებლად ვნახავ, რათა გავარკვიო, რატომ მოიქცნენ ასე. მაინტერესებს მათი არგუმენტები. ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ერთი ხელის მოქნევით ვიღაც რაღაცაზე დაითანხმებს... სასაცილოა, როდესაც უსუფაშვილი გამოდის და ამბობს, ჩვენ ან ისევ უნდა დავრჩეთ რუსეთში, ან უნდა წავიდეთ ევროპაშიო. უსუფაშვილის გასაგონად ვამბობ: რუსეთში კი არა, სადაც გინდათ, იქ დავრჩები, თუ ჩემს ქვეყანაში ინცესტი არ დაკანონდება, თუ მამათმავლებისგან ნორმალურ მოსახლეობაზე ზეწოლა არ იქნება. არადა, ამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ უმცირესობაში ჩვენ, ნორმალური ორიენტაცის ადამიანები, გადავდივართ. გვაშინებენ: თუ გინდათ, რუსეთში არ დავრჩეთ, ამისთვის ამერიკას, ანუ ინცესტის მქადაგებლებს, პედერასტებსა და პედოფილებს უნდა მივეტმასნოთო, მაგრამ ამას ნორმალური ადამიანი არ «ჭამს»! თუნდაც ამ შემთხვევაში რუსეთი რა შუაშია? ერთადერთი, რაც დღეს დარჩა ქართველ კაცს, არის ღირსება და, თუ ამ ღირსების გათელვასაც შეეცდებიან, ყველაფერს ვფიცავ, ძალიან ცუდად დაასრულებენ! ხვალ სკოლაში რომ მივა პედერასტი, პედაგოგად მამუშავეთო, და წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს მხოლოდ იმიტომ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შეეშინდებათ, ამას საქართველო აღარ ერქმევა. გეებს თუ უნდათ, გახსნან გეისკოლა და, ვისაც სურვილი აქვს, მივიდეს და იქ ისწავლოს. ეს ყველაფერი ლუსტრირებული იქნება. აბა, ის სჯობს, რომ ერთმა გათხვრილმა ღორმა ათასი გათხვაროს? რატომ უნდა დაიწყოს ავადმყოფმა, გარყვნილი აზრებით შეპყრობილმა პედაგოგად მუშაობა იმ საზოგადოებაში, რომელშიც გვსურს, რომ ჯანსაღი თაობა გაიზარდოს? გეი ჩემს თვალში ვერასდროს იქნება ჯანსაღი ადამიანი. თუ ხელის შეწყობა სჭირდებათ, შევუწყოთ, თუ ავადმყოფები არიან, როგორც ავადმყოფებს, ისე შევხედოთ, მაგრამ ჰომოსექსუალების სიბინძურის აფიშირებას, მათთვის პრივილეგიების მინიჭებასა და აღლუმების გამართვას ხელს არ შევუწყობ. ხალხნო, იყვნენ ეს ავადმყოფები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ნორმალურ ადამიანებს ნუ გაუტოლებენ, იყვნენ თავისთვის და იცხოვრონ წყნარად, მაგრამ, როგორც კი დავინახავთ, რომ თავიანთი ცხოვრების პროპაგანდას ეწევიან, იმ წამსვე ჩავერიოთ ხისტად. ასეთი ადამიანების ცხოვრების რეკლამირების გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

 

_ ხელისუფლება ამ კანონპროექტის მიღების გამო ბევრ ხმას დაკარგავს, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ხდება.

 

_ ვეჭვობ, ამ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ სურს ოპოზიციაში «ნაციონალების» ყოფნა, რომ თავისუფლად იმოქმედოს ნებისმიერი კანონპროექტის მიღებისას. იმის შიშით, რომ «ნაციონალები» არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ხალხი კვლავ ბრმად აძლევს ხმას «ოცნებას». ამიტომ საჭიროა, გამოიკვეთოს საღი, ჯანმრთელი, ეროვნული ღირსებების მქონე ძალა. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ არ მიიღო ეს ლგბტ კანონი და ეს საქართველომ გააკეთა. რა უბედურება გვჭირს, ხალხნო? ამის წინააღმდეგ მე, გია კორკოტაშვილი, ხმას აუცილებლად აღვიმაღლებ, ეკლესიას ველოდები, როგორ წარმართავს ამ პროცესს და მერე მე ვიცი.

 

_ რას გააკეთებთ?

 

_ რას გავაკეთებ? ყველაფერს, რასაც ეკლესია იტყვის. ასეთი რამ სააკაშვილსაც კი არ გაუბედავს! ჩვენ არ გვინდა ისეთი ცივილიზაცია, რომლის გზაც უკანალზე გადის!

 

_ რას ფიქრობთ ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, რომ თანახმაა, ნატომ რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები საქართველოში განალაგოს. რას მოუტანს ეს საქართველოს?

 

_ ეს მართლა რომ მოხდეს, რუსეთი გაგვღეჭავს. ალასანია ნატოსა და ამერიკას რომ ეპატიჟება, ჩამობრძანდით და სარაკეტო დანადგარები ჩვენთან დააყენეთო, ამის გამო რუსეთი ტანკებით რომ შემოგრუხუნდეს, ალასანია დახვდება? ირაკლი ალასანიას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ამერიკული «ხედვა» აქვს. ასე იმიტომ «ხედავს», რომ პირადი კეთილდღეობა აქვს უზრუნველყოფილი. როგორც კი ამერიკელების მიმართ დიდ სიყვარულს გამოვამჟღავნებთ, გეუბნებით, რუსეთი გაგვღეჭავს. ეს ურთიერთობები დაბალანსებული უნდა გვქონდეს. ნუთუ ვერ ხვდებიან ამას? ამერიკა კი ჩვენ გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს. ამის თვალნათელი მაგალითია უკრაინა.

 

_ გამოსავალს ხედავთ?

 

_ ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც ქართველ ერს სჭირს, არის ბურანში ყოფნა. ერთი რამ მინდა გაითვალისწინოს ქართველმა ხალხმა: თითოეულ ჩვენგანს ერთი გოჯი მიწა და ერთი გოჯი პასუხისმგებლობა გვეკუთვნის და უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას სხვას ვერ გადავაბარებთ. ვიდრე ამას არ გავაცნობიერებთ, სულ ამ დღეში ვიქნებით.

 

_ რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან?

 

_ არ ვიცი. ეს იდუმალებით მოცული ადამიანია და მისი ვერც ეს ნაბიჯი გავიგე. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა და დალაპარაკება, მაგრამ ამაოდ... მინდა, ერთი საათით მაინც შემხვდეს, რომ ვუთხრა, რას ვფიქრობ დღევანდელობაზე ერთი ჩვეულებრივი თბილისელი და იმასაც ვეტყოდი, რომ ასე ნახევარი საქართველო ფიქრობს.

 

_ მაინც რას ეტყოდით?

 

_ ვკითხავდი, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა საქართველოსგან. იმასაც ვეტყოდი, რომ ნუ უგდებს ყურს ჭორებს და გველაპარაკოს იმ ადამიანებს, რომელთა კისერზეც გადაიარა ათმა «ნაციონალურმა» წელიწადმა.

 

 

 

(ნინო მაისურაძე, „საქართველო და მსოფლიო“)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016