reportiori.ge - თეა თუთბერიძე: ვანოს ჯერ არ აქვს ის ბრალდებები წაყენებული, რაც მის მიმართ მე მაქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:03
ინტერვიუ
თეა თუთბერიძე: ვანოს ჯერ არ აქვს ის ბრალდებები წაყენებული, რაც მის მიმართ მე მაქვს!
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 17:27

„სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლას ამ ქვეყნის ინტერესები გადააყოლა" - თქვა თეა თუთბერიძემ, და მართალია დაგვიანებით, მაგრამ მედიასაშუალებების მეშვეობით განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი რუსეთის აგენტია!.. „რეპორტიორი" ყოფილ „კმარელს", „თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორს თეა თუთბერიძეს  ესაუბრება:


- სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბევრ რამეს, პირადად მე, როგორც "ნაციონალურიმოძრაობის" მხარდამჭერი, ვერ ვაანალიზებდი ისე, როგორც საჭირო იყო. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ვანო მერაბიშვილს ამ ქვეყნის ხერხემლად მიიჩნევდა  და ვფიქრობდი, რომ მასზე, როგორცპრემიერ-მინისტრზე, ბევრი რამ იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, ვინც სააკაშვილს  ყველაზე ნაკლებად წარმოედგინა, სწორედ ის აღმოჩნდა მტერთან  შეკრული...


- საინტერესოა, როდესაც ვანო მერაბიშვილის აგენტობაზე თეა თუთბერიძე საუბრობს...


 - მას შემდეგ, რაც ციხის ვიდეოკადრები გავრცელდა, დავინახე, რომ ჩვენ სახელმწიფო თავზედაგვემხო და ამ ყველაფერში, სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილის ხელი ურევია!


- მაინც, რა ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?


- ყველა უწყება - თავდაცვის სამინისტროს გარდა, ვანო მერაბიშვილის მიერ კონტროლდებოდა. ვინვისთან იწვა, ლამის, ამასაც კი  შს სამინისტრო აკონტროლებდა. წლების და თვეებისგანმავლობაში მსგავსი ვიდეოების ციხეებში გადაღება ხდებოდა და ამის შესახებმერაბიშვილმა  არაფერი იცოდა? ეს ზღაპარი ვინ შეიძლება დაიჯეროს?!..  

მერაბიშვილს ჯერ არ აქვს ის ბრალდებები  წაყენებული, რა პრეტენზიებიც  მის  მიმართ მაქვს, თუმცა, გარწმუნებთ, რომ მას ამ ბრალდებებს წაუყენებენ! 

ამ ადამიანს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, განსხვავებით ფორმალური მინისტრებისგან, მნიშვნელოვანი რეფორმები განეხორციელებინა, მაგრამ სამწუხაროდ,  ვერ შესძლო პოლიციის სისტემის შიგნით არსებული დანაშაულებრივი ქმედებების აღმოფხვრა. მე, როგორც „ვარდების რევოლუციის" მხარდამჭერს, მოლოდინი მქონდა, ძალოვანი სისტემის შიგნით რადიკალური ცვლილებები განხორციელდებოდა  და  ის პრობლემა, რაც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რგოლებში იყო დამკვიდრებული, აღმოიფხვრებოდა... შეუძლებელია, ვანო მერაბიშვილს არ ჰქონოდა ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მის უწყებაში და როგორი ფორმით ხდებოდა დამნაშავეების დაკავება, რა ფორმებს იყენებდნენ მათ წინააღმდეგ...

მტერს არ გაუკეთებდა ადამიანი იმას, რაც ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გაუკეთა...


 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016