reportiori.ge - თამარ მაყაშვილი: სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებული მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით - ეს მე მაშფოთებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:40
ყვითელი
თამარ მაყაშვილი: სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებული მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით - ეს მე მაშფოთებს!
09 მაისი, 2014. 14:39


მსახიობი თამარ მაყაშვილი ჟურნალ „რეიტინგთან" ინტერვიუში არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებზე  საკუთარ აზრს აფიქსირებს:


„მამათმავლობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მაშინ დაფარული იყო, დღეს კი მოდურია. ან როგორ არ იქნება მოდური, როცა დღეს სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებული მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით?! ეს მე მაშფოთებს. მსგავსი ორიენტაციის ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებთან, თორემ  მერე, როცა ადამიანი ჩამოყალიბდება, ვისთანაც უნდა, იმასთან ექნება ურთიერთობა.


მე ვიყავი ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ტიპებთან ერთად ჩნდებოდა ქალაქში, რაც სალაპარკო ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არ გამიხარდება, რომ ჩემი შვილები მათ გაზარდონ. ჩემს ირგვლივ მყოფ მსგავს ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ''ავადმყოფობა'', მაგრამ დამიჯერეთ, მათთან კონტაქტისას, სუფრაზე მოხვედრისას ვერ მიხვდებით, რომ ისინი არ არიან ნატურალები, ამას ხაზს არ უსვამენ, რადგან ისინი ინტელექტუალები გახლავან. განათლებული ადამიანი არასდროს უსვამს ხაზს არც თავის წარმომავლობას, არც თავის ორიენტაციას და არც თავის რელიგიურ მრწამსს. „


თამარ მაყაშვილი ორი შვილის, ასევე მსახიობების, რუსკა და ნინუცა მაყაშვილების დედაა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016