reportiori.ge - მამუკა არეშიძე: ერთი წელი საკმარისზე მეტი დროა, რომ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეები გამოძიებულიყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:15
ინტერვიუ
მამუკა არეშიძე: ერთი წელი საკმარისზე მეტი დროა, რომ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეები გამოძიებულიყო!
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 15:17

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მორიგი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის ხარჯზე, მან საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყების აღიარება მოსთხოვა! სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან:

- ერთი, რაც შემიძლია დავადასტურო -  რომ რუსეთი ომისთვის  კარგა ხანს ემზადებოდა.  ჩემი თვალით მაქვს ნანახი, 2008 წელს, როგორ აგებდნენ ჯავაში მავთუხლართებით გამაგრებულ შენობებს. სააკაშვილის დანაშაული ის იყო, რომ იგი პროვოკაციას წამოეგო, მან შეგნებულად გაჰყო თავი ხაფანგში, რომელიც რუსებმა დაუგეს. ამ ყველაფერმა  შთაბეჭდილება დატოვა, რომ ხაფანგის დაგება და ამ ხაფანგში გაბმა შეთანხმებული პროცესი იყო. ერთი სიტყვით, ომი  რუსეთმა დაიწყო, მაგრამ კონკრეტული ბრძოლა, პროვოკაცია სააკაშვილის მიერ იყო ინსპირირებული!

ბოლო წლების განმავლობაში, მედვედევი ჟურნალისტებს ერთსა და იმავეს ეუბნება. მას სურს რუსეთის საზოგადოებას აჩვენოს, რომ ვაჟკაცია და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, მეორეს მხრივ, ცდილობს მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ რუსეთს უცვლელი პოზიცია აქვს.  აღნიშნული განცხადებით, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრძოლა აწარმოა არა ქართველი ხალხის, არამედ, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს რუსეთს ძალიან სჭირდება საქართველოში პოლიტიკურად ფეხის მოკიდება და ამიტომაც კეთდება მედვედევის მხრიდან ორაზროვანი განცხადებები.

- მედვედევის მიერ ბიძინა ივანიშვილის შექებას, საზოგადოებაში უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თვლიან, რომ მედვედევის შეფასებამ  მათი ეჭვი გაამყარა ივანიშვილის პრორუსულობასთან დაკავშირებით...

- თავისთან მოიკითხონ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებდნენ. ვეკითხები ნაციონალებს - სად არის ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელი? დაინტერსედნენ, რა როლს ასრულებდა იგი აგვისტოს ომის წინ?! ჯერ ეს გაარკვიონ და მერე ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის პრორუსულ ორიენტაციაზე!

ჩემი აზრით, ადამიანი რუსული სპეცსამსახურების შეკვეთებს ასრულებდა. ამის დოკუმენტური საბუთი მე არ გამაჩნია, მაგრამ იმ ინფორმაციას,  რასაც ვფლობ და სწორ გაანალიზებას ამ დასკვნამდე მივყავარ... ფაქტია, რომ დღეს ეს ადამიანი გამქრალია...

- თუ ვანო მერაბიშვილის მოადგილე სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, გამოდის, რომ....

- გამოდის ის, რაც თეა თუთბერიძემ თქვა - ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა!  ამას „ნაციონალების" ერთ-ერთი მთავარი მედროშე თეა თუთბერიძე ადასტურებს. ახლა, თვითონ არკვიონ ერთმანეთში, ვინ ვინ იყო და რა საქმინაობას ეწეოდნენ.  ამ შემთხვევაში, მე თეა თუთბერიძეს ვეთანხმები. სხვათაშორის, ძალიან საეჭვო იყო ვანო მერაბიშვილის ხშირი ვიზიტები მინსკში, ბელორუსიის  უშიშროების საბჭოს მდივან შეიმართან, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი სპეცსამსახურის თანამშრომელი მთელი რუსეთის მასშტაბით და რომელიც მინსკში, ადრე, КГБ-ს უმაღლეს სკოლას კურირებდა. აი, ამ ადამიანს ხშირად სტუმრობდა ვანო მერაბიშვილი. გარდა ამისა, ეჭვს იწვევს ზოგიერთი რუსული ტელევიზიის  განსაკუთრებული კეთილგანწყობა ვანო მერაბიშვილის მიმართ. ბევრი საკითხია, რომელიც კითხვებს ბადებს.

ობიექტურად უნდა ითქვას ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი 2008 წლის აგვისტოში ავანტიურის წინააღმდეგი იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას არ ემხრობოდა... თუმცა, ვფიქრობ, რომ იგი თვალთმაქცობდა.  სპეცსამსახურის თანამშრომლებს სჩვევიათ ხოლმე ხელები სხვას შეაწმინდონ  და თავად გვერდით გადგნენ...

-  ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო...

- რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ იცოდა, მაგრამ შესაძლოა, იმ მომენტში მას  კონფრონტაცია სჭირდებოდა... მეტსაც გეტყვით: ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდნენ ძალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ამ ავანტიურისკენ აქეზებდნენ. შემიძლია ამ ძალის სახელიც გითხრათ - ნეოკონსერვატორები! გახსოვთ, ალბათ, იმ პერიოდში მაკკეინს საარჩევნო კამპანია ჰქონდა და ომი დაწყებულიც არ იყო, ლოზუნგით გამოვიდა - „მე ქართველი ვარ!" მან საკუთარი პიარისთვის მაქსიმალურად გამოიყენა საქართველოში მიმდინარე ომი...

ამ ომით  დივიდენდები საქართველოს ხელისუფლებამაც მიიღო. ევროკავშირმა საქართველოსთვის დახმარებისთვის უპრეცედენტო თანხა გამოჰყო- ოთხი მილიონი დოლარი. ასე  რომ, ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც დასაბუთებული პასუხები უნდა გაეცეს. არ მესმის, საქართველოს პარლამენტი რატომ ითრევს ფეხს და არ ქმნის კომისიას, რომელიც ამ საკითხს ობიექტურად გამოძიებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ომი რუსეთთმა დაიწყო, მაგრამ გამოსაძიებელია, რა დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ცალკეულმა წევრებმა!

- მედვედევმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა... უფრო სწორად, საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - თუ აღიარებთ იმას, რომ  ომი საქართველოს მხარემ დაიწყო, შეგვიძლია ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო...

- მედვედევმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ამაზე არ დათანხმდება.  მთელი ერთი კვირა რომ ილაპარაკოს ამ საკითზე, მაინც არაფერი გამოუვა. უახლოეს მომავალში რუსეთი ჩვენს ტერიტორიებს არ დათმობს.  არც ჩვენ გვაქვს რუსეთთან ჭიდაობის თავი, რომ რაიმე ძალით დავათმობინოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენს გენერალურ ხაზს უნდა მივყვეთ და შევეცადოთ, ინიციატივა ჩვენს ხელში იყოს.

- ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით თქვენს მიერ გაკეთებულ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებსაც მინდა შევეხოთ..

- ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟვანიას მკვლელობა სააკაშვილის თვალწინ მოხდა,  ამერიკის მოქალაქემ დამიდასტურა, რომელიც  ერთ-ერთ სერიოზულ სტრუქტურაში მუშაობს. იმასაც გეტყვით, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია დამიდასტურა, თავის დროზე  FBI -ს სტრუქტურაში მუშაობდა!

ჩემი წყაროს ინფორმაციის მიხედვით, FBI -ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა. გაყალბებული დასკვნა უშიშროების საბჭოს თანამშრომლებმა არასწორად თარგმნეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ დამახინჯებული, არასწორი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შესახებ. სინამდვილეში, ჩემი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია სხვაგან მოკვდა და სულ მცირე, მისი სიკვდილის მომენტში, სააკაშვილიც იქ იმყოფებოდა!

მესმის, რომ ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რატომ არ ხდება იმ გახმაურებული საქმეების დროულად  გამოძიება, რომელთა სისხლის ფასადაც მოხდა „ქართული ოცნების" კოალიციის გამარჯვება. ერთი წელი საკმარისზე მეტი დროა, რომ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეები გამოძიებულიყო! ვინ ვის გაურიგდა პროკურატურაში და ვინ ვის რას ელაპარაკება, არ ვიცი. ვეღარ გავიგე, რა ხდება ამ ქვეყანაში! ვერც ის გავიგე, რატომ ხდება ხელოვნურად  ბიძინა ივანიშვილის და საერთოდ,  „ქართული ოცნების"დისკრედიტაცია...

ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: „ნაციონალური  მოძრაობა" რევანშისთვის ემზადება! ნაციონალებს თითქმის ყველა კუთხეში აქვთ გავლენის სფეროები და ჰყავთ თავისი აგენტურა. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა" არის უაღრესად ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, ისინი სერიოზულ საქმიანობას ეწევიან იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. შეიძლება ადამიანებმა ფაილები მოგაწოდეს, მაგრამ არ შეიძლება ფაილებში გაიცვალოს ადამიანების ხსოვნა, ვისი სისხლითაც მოხვედი ხელისუფლებაში.

 

 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016