reportiori.ge - პატივცემულო მკითხველო, ჩუკიას სხვა ნაბოდვარზე ახლა ნუ მომთხოვთ პასუხს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პატივცემულო მკითხველო, ჩუკიას სხვა ნაბოდვარზე ახლა ნუ მომთხოვთ პასუხს!
02 აგვისტო, 2013. 00:52


ძვირფასო მკითხველო, ვიდრე სახალხო კრების ე. წ. „ლიდერი", ვინმე ჩუკია ჩემს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდეს სააკაშვილის კუბლაშვილის სასამართლოში, სახალხო კრების ლიდერობასთან და ზოგადად, სახალხო კრებასთან მის ურთიერთობაზე, სახალხო კრების იმ ლიდერების(!) კომენტარებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჩემთან შედარებით გაცილებით უკეთ იტყვიან სათქმელს.

ირაკლი ბათიაშვილი:  სახალხო კრების ლიდერები ვინც არიან, ქალბატონ ნონაზე და რაღაც მცირე ჯგუფზე მაქვს საუბარი, - ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის... ლაშა ამირეჯიბი სახალხო კრების ლიდერი ნამდვილად არ არის! მას, თავის დროზე მიღებული აქვს მონაწილეობა სახალხო კრების მუშაობაში, მაგრამ ბოლო პერიოდში სახალხო კრების არანაირ მუშაობაში და ღონისძიებებში არ იღებს მონაწილეობას... მეტიც: აღმასრულებელ საბჭოსთან, რომლის წევრიც მე ვარ, მას ბოლო პერიოდში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია! სხვათაშორის, საკმაოდ დიდ პერიოდზეა საუბარი... მას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენთან! მის ლიდერობაზე საუბარი არასერიოზულია...

ნონა გაფრინდაშვილი: სახალხო კრების ლიდერად ეწერა სადმე? ლიდერად როგორ შეიძლება ეწეროს?! წევრობა კიდევ შეიძლება, რადგან ოფიციალურად არ დაუტოვებია სახალხო კრება, მაგრამ... არავითარი ლიდერი! ლიდერობაზე ლაპარაკი ზედმეტია! იგი არც სახალხო კრების აღმასკომისა და საბჭოს წევრიც არ გახლავთ! მას საერთოდ არ აქვს შეხება გადაწყვეტილების მიღებასთან! ჩვეულებრივი, რიგითი წევრია, როგორც სხვა, ნებისმიერი მოქალაქე... როცა სათათბიროები იმართება, მაშინ გამოჩნდებოდა ხოლმე ხანდახან და ეგ არის რა... ძალიან დიდი ხანია, მას შეხება არ ჰქონია ჩვენთან... თავად ლიდერად თვლის თავს? ახალი ამბავია ეს ჩემთვის... აბსურდია ეს ყველაფერი... მას არანაირ გადაწყვეტილებებთან შეხება არც ჰქონია არასდროს!

თემურ შაშიაშვილი: სახალხო კრების გვირგვინი გახლავთ ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საწყისი ამ დიდი ორგანიზაციისა.... სახალხო კრებას ჰყავს ერთი ლიდერი და ეს გახლავთ ნონა გაფრინდაშვილი! თუმცა, ლიდერებად შეიძლება იწოდებოდნენ აღმასრულებელი საბჭოს წევრებიც, რომელთა შორისაც, გიდასტურებთ, რომ ლაშა ამირეჯიბი არ გახლავთ!

სხვათაშორის, ბოლო პერიოდში ის მართლაც ძალიან იშვიათად მონაწილეობდა სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და ახლა, ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა მართლა გვჭირდება „ქუდზე-კაცი", ის მართლა არ გამოჩენილა ჩვენთან! გიმეორებთ: ზოგადად, ბოლო პერიოდის შეხვედრებზე ლაშა ამირეჯიბი მე არ მინახავს!

P.S. პატივცემულო მკითხველო, ჩუკიას სხვა ნაბოდვარზე ახლა ნუ მომთხოვთ პასუხს... სხვა დროისათვის გადავდოთ...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016