reportiori.ge - Bitcoin-ი მომავლის ვალუტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:43
ეკონომიკა
Bitcoin-ი მომავლის ვალუტა
09 მაისი, 2014. 19:02



Bitcoin-ი წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს. ის არ არსებობს, როგორც ქაღალდის ფული ან მონეტები, არის მხოლოდ ვირტუალური კრიპტო-ვალუტა. მიუხედავად მისიარარეალურობისა” Bitcoin ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები საკმაო რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.

 Bitcoin-  2008 წელს უცნობი ავტორის, ან ავტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა, რომლის ფსევდონიმიც გახლავთ სატოში ნაკამოტო. Bitcoin - ის გამოყენებისას ტრანზაქცია ხდება შუამავლის, ანუ ბანკების გარეშე. არ არსებობს ტრანზაქციისათვის განკუთვნილი გადასახადები და მაქსიმალურად დაცულია ანონიმურობა.

დღეს უკვე შესაძლებელია Bitcoin - ის გამოყენებით მრავალი სხვადასხვა დასახელების საქონლის შეძენა, მათშორის: ვებ ჰოსტინგის, პიცის, პარფიუმერული საშუალებებისა და არალეგალური პროდუქციის.

 

რატომ Bitcoin- ?

 

Bitcoin-ის გამოყენებას გააჩნია რამდენიმე ძირითადი მიზეზი: მისი საშუალებით შესაძლებელია ვაჭრობა ანონიმურობის სრული დაცვით. საერთაშორისო გადახდები არის გაცილებით იაფი, რადგან ის არ ექვემდებარება არცერთი ქვეყნის რეგულაციას. Bitcoin - შესაძლოა წარმატებით გამოიყენოს მცირე ბიზნესმა, რადგან არ არსებობს საკრედიტო გადასახადები. ბევრი ადამიანი მას უბრალოდ აგროვებს, როგორც ქონებას, იმ იმედით, რომ მომავალში მისი ფასი გაცილებით გაიზრდება.

 

Bitcoin-ის შეძენა

 

არსებობს რამდენიმე ონლაინ მარკეტი, ეგრედწოდებული Bitcoin - ის გადამცვლელები, სადაც შესაძლებელია მისი შეძენა ან გაყიდვა სხვადასხვა კურსის მიხედვითდღისათვის Mt. Gox - გახლავთ ბიტკოინის ყველაზე დიდი გადამცვლელი კომპანია.

 

Bitcoin - ის გადარიცხვა

 

Bitcoin - ის გადარიცხვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციებისა და სხვადასხვა კომპიუტერების გამოყენებით. მისი გადარიცხვა და მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, დაახლოებით ისეთივე პრინციპით, როგორიც არის ჩვეულებრივი ელექტრონული ფულის გადარიცხვა.

 

როგორ იქმნება Bitcoin - ?

 

Bitcoin - ის მოპოვებისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამის საშუალებით, რთული მათემატიკური ამოცანების, ეგრედწოდებული Puzzle - ების გადაჭრა. ამ მეთოდს ეწოდება Mining, რაც ქართულად ბურღვას, თხრას ნიშნავს. საშუალოდ ყოველ 10 წუთში ხდება 25 Bitcoin - ის მოპოვება.

 

Bitcoin - და ელექტრონული საფულე

 

Bitcoin - ის შენახვა ხდება ეგრედწოდებული ელექტრონული საფულის გამოყენებით, რომელიც განთავსებულია მომხმარებლის კომპიუტერში, ან Cloud სერვერებზე. ელექტრონული საფულე მუშაობს ბანკის ანგარიშის მსგავსი პრინციპით და მისი გამოყენებით შესაძლებელია Bitcoin - ის გაგზავნა, მიღება ან უბრალოდ შენახვა. თუმცა განსხვავებით ბანკის ანგარიშებისა, Bitcoin - ის ელექტრონული საფულე არ გახლავთ დაზღვეული  FDIC (დეპოზიტის სადაზღვეო ფედერალური კორპორაცია) - ის მიერ. Cloud სერვერებზე Bitcoin - ის შენახვის შემთხვევაში, არსებობს ჰაკერული შეტევების საფრთხე, ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება შემნახველი კომპანიის მიერ, ხოლო საკუთარ კომპიუტერზე შენახვის შემთხვევაში, შესაძლოა მისი შემთხვევით წაშლა ან დავირუსება. (პრაქტიკაში ორივე შემთხვევა მრავლად არის)

 

ანონიმურობა

 

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin - ის ნებისმიერი ტრანზაქცია გახლავთ საჯარო, მყიდველთა და გამყიდველთა სახელები არ ფიქსირდება, ფიქსირდება მხოლოდ მათი ელექტრონული საფულის საიდენტიფიკაციო ნომერი. შესაბამისად Bitcoin - ის მომხმარებლების რეალური ვინაობის დადგენა საკმაოდ რთულია, რაც გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ Bitcoin - ის ვალუტა არის ნომერ პირველი არჩევანი არალეგალური საქონლით მოვაჭრეებს შორის.




(მომზადებულია: cooler.ge მიხედვით)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016