reportiori.ge - პატრიარქმა ღარიბაშვილს საყდრისზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სთხოვა,-პრემიერი დათანხმდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:02
მთავარი თემა
პატრიარქმა ღარიბაშვილს საყდრისზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სთხოვა,-პრემიერი დათანხმდა!
10 მაისი, 2014. 07:07



როგორც ექსკლუზიურად „რეპორტიორს" საყდრისის გადარჩენის კომიტეტის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა განუცხადა, რამდენი წუთის წინ გაიგო, რომ პატრიარქმა და პრემიერმა საყდრისთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისი თქმით, საუბარი მაშინ შედგა, როდესაც ფაშიზმე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორესთან ერთად მივიდა.


„როგორც გავიგეთ, პატრიარქმა ღარიბაშვილს სთხოვა, საყდრისთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიეღო და პრემიერიც დათანხმდა. ძალიან გახარებულები ვართ. საყდრისში ვიმყოფები და ეს რომ გავიგეთ, შეძახილებით და ოვაციებით შევხვდით ამ ამბავს. ყველას გილოცავთ საყდრისის გადარჩენას", -განაცხადა მიქიაშვილმა ჩვენთან საუბარში.


შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ საყდრისის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სამინისტროში შექმნილმა კომისიამ მიიჩნია, რომ 2006 წელს კულტურის სამინისტრომ კანონის დარღვევით მიანიჭა სტატუსი. 2013 წლის 26 აპრილს კომპანიამ „RMG", რომელიც მიმდებარე ტერიტიორიაზე ოქროს მოიპოვებს, მიმართა კულტურის სამინისტროს, საყდრისის საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მართებულობა შეესწავლა. გადაწყვტილების შესწავლის მომხრე იყო საქართველოს მთავრობაც. საყდრისისთვის კულტურული ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაა კარვების აქცია იმართება საყდრისის ტერიტორიაზე, სადაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და საბადოზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ. 



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016