reportiori.ge - „ჩემი ცოლის დაქალებს“ თამბაქოს მომხმარების პროპაგანდაში ადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:46
საზოგადოება
„ჩემი ცოლის დაქალებს“ თამბაქოს მომხმარების პროპაგანდაში ადანაშაულებენ
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 13:29

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი" სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს" თამბაქოს პროპაგანდაში ადანაშაულებს და „ფორმულა კრეატივის", „რუსთავი 2"-ისა და კომპანია „ომეგა-მოტორსის" წინააღმდეგ სანქციების გატარებას ითხოვს.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა, თამბაქოს მოხმარების დემონსტრირება პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები", განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონების მხრიდან. მასიურად ხდება ამ ქცევის დემონსტრირება, რომელიც „რეკლამის შესახებ" კანონის შესაბამისად2003 წლის 1 აპრილიდან აკრძალულია. სერიოზული ეჭვი იბადებოდა, რომ სერიალში მოწევის ასეთი აქტიური პროპაგანდის  უკან  თამბაქოს კონკრეტული ინდუსტრია იდგა, რაც დადასტურდა კიდეც იმით, რომ სერიალების ოფიციალურ სპონსორად მოგვევლინა „ომეგა" ჯგუფის კომპანია, რომელიც  საერთაშორისო ტრანსნაციონალური თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორისის" პარტნიორია და მათი ლიცენზიით საქართველოში წარმოებული ბრენდების დისტრიბუციას ახდენს. ძალიან სამწუხაროა, რომ შემოქმედებითი გაერთიანება „ფორმულა კრეატივი" თამბაქოს კომპანიასთან ასეთ გარიგებაში შევიდა და შესაბამისად დაირღვა „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის შესაბამისად, 2009 წლის 1 სექტემბრიდან „აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/ არაპირდაპირი, სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა". ეს დარღვევა კი ითვალისწინებს სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას, როგორც დამკვეთისათვის, სპონსორისათვის, ასევე დამამზადებლისა და გამავრცელებელისთვის. ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები უნდა დაეკისროთ კომპანიებს: „ომეგა-მოტორსს", „ფორმულა კრეატივს" და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2"-ს. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ მიმართავს „ფორმულა კრეატივს", შეწყვიტოს თანამშრომლობა თამბაქოს ინდუსტრიასთან და არ დაუშვას მოწევის პროპაგანდა, რომელიც კანონრადღვევას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ ოფიციალურად მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მოახდინონ რეაგირება ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევაზე და გაატარონ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სოლიდური საჯარიმო სანქციები", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016