reportiori.ge - ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანებს ვარსკვლავს გაუხსნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:23
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანებს ვარსკვლავს გაუხსნიან
ავტორი:
10 მაისი, 2014. 17:06


10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანებს ვარსკვლავს საზეიმო ვითარებაში გაუხსნიან. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატაა. ვარსკვლავის გახსნამდე კი დიდ საკონცერტო დარბაზში ორსაათიანი კონცერტი გაიმართება, რომელსაც ჯემალ სეფიაშვილმა უკვე უწოდა „საუკუნის კონცერტი". ეს იდეა საქართველოს კულტურისი პალატის თავმჯდომარეს დავით ოქიტაშვილს ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოზე გაუჩნდა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ეს ინფორმაცია ჯანსუღ ჩარკვიანისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. კულტურის პალატის ინიციატივამ დამსწრე საზოგადოებაში კი ოვაცია და დიდი სიხარული გამოიწვია.


პოეტმა აღნიშნა:


- ახალგაზრდების სასახლეში შეხვედრა მქონდა, ჩემს ლექსებს კითხულობდნენ და იქ განაცხადა დავით ოქიტაშვილმა, რომ 10 მაისს გაიხსნება ჩემი და მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო. მამუკას და სხვებს უამრავი სიმღერა აქვთ დაწერილი ჩემს ლექსებზე, რომლებიც ფილარმონიაში გამოვლენ და იმღერებენ, მაგრამ, მე არ ვიცოდი, თუ ჩემს 150 ლექსზე იყო დაწერილი სიმღერა. ძალიან გამიხარდა, მთელი ცხოვრება ვამბობდი, ვარსკვლავი ცაშია და მიწაზე, რომ გაგიხსნიან ვარსკვლავს, ცოტა ზედმეტია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ გამახარეს.


მამუკა ჩარკვიანისთვის ეს სრული შოკი იყო. ამჟამად აქტიური მზადება მიდის. 10 მაისს დაგეგმილ კონცერტზე 20-მდე სიმღერა შესრულდება, რომლებსაც მსმენელისთვის თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ირმა სოხაძე, ეკა მამალაძე, მარიკა ქაცარავა, სოფო გელოვანი, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, გიო ხუციშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „სიმი", „თეატრალურის კვარტეტი", ლაშა ღლონტი, ანსამბლი „მუხამბაზი", „ქართული ხმები"  ააჟღერებენ. ამ საღამოს დაუკრავს პიანისტი ირმა გიგანიც. რუსეთში მოღვაწე მომღერალი თემურ თათარაშვილი კი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში ამ კონცერტისთვის. რა თქმა უნდა, იმღერებს მამუკა ჩარკვიანიც, ძველ და კარგად ნაცნობ ჰიტებთან ერთად ის ასევე შეასრულებს ახალ სიმღერას, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა. საზეიმო საღამოს მუსიკალურ მხარეზე ნია ბახტაძემ იზრუნა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ კონცერტი 2 საათს გაგრძელდება.


როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, მთლიანობაში ჯანსუღ ჩარკვიანის 150 ლექსზეა შექმნილი სიმღერები, ამიტომ მათ ძალიან გაუჭირდათ არჩევანის გაკეთება. ნუნუ გაბუნია, ჯემალ სეფიაშვილი, გურამ ბზვანელი, ნუნუ დუღაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი, მაცაცო სებისკვერაძე, ვახტანგ კახიძე, ალექსანდრე ბასილაია, მერი დავითაშვილი - ეს ის კომპოზიტორთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე მუსიკა შექმნეს. რამდენიმე წლის წინ გამოიცა კომპაქტდისკი „ერთხელ ამამღერე - სიმღერები ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე", რომელშიც პოეტის შემოქმედებაზე შექმნილი სიმღერების ორი დისკი გაერთიანდა.


- როცა გამოკითხვა ჩავატარეთ და დავთვალეთ ის სიმღერები, რომლებიც ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე იყო დაწერილი, გავოცდით. 150-ზე მეტი სიმღერა არც ერთი პოეტის ლექსზე არ არის დაწერილი, თან მათი უმეტესობა ჰიტია. ფილარმონიის ტერიტორიაზე ბევრი კომპოზიტორისა და მომღერლის ვარსკვლავია გახსნილი, რომელთა პოპულარობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ზუსტად ბატონი ჯანსუღის ლექსებზე დაწერილი სიმღერებია. ამიტომ, ჩვენ მას ვუხსნით ვარსკვლავს არა როგორც პოეტს, არამედ, როგორც სიმღერების ტექსტების ავტორს. სამწუხაროდ, ყველა სიმღერის გაჟღერებას ვერ შევძლებთ, მაგრამ, გული რომ არავის დასწყდეს, კონცერტის ბოლოსთვის სიმღერების კოლაჟს გავაკეთებთ. - აღნიშნა საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა


ეკა ირემაშვილი

გაზეთი „ახალი თაობა"

9 მაისი, 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016