შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე და უვნებლად დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი პირველ რიგში ჩვენი სამინისტროა", - განუცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
ჭიკაიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზი ე.წ. ადმინისტრაციული ზონის შესახებ მათი არაინფორმირებურობაა.
„ის ნაწილი, საიდანაც მათი გატაცება ხდება საქართველოს მიწაა, მაგრამ მოგეხსენებათ, ის ოკუპირებულია. არსებობს საოკუპაციო ხაზი და ვფიქრობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ვერ განსაზღვრავენ ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი რა ადგილას მდებარეობს და სწორედ ამიტომ უნებლიედ გადადიან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რის გამოც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახდენენ მათ დაკავებას", - განაცხადა შს მინისტრმა.