reportiori.ge - თინა მახარაძე: ჰო, გარეუბანში ვცხოვრობ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:09
ყვითელი
თინა მახარაძე: ჰო, გარეუბანში ვცხოვრობ
12 მაისი, 2014. 16:46



მსახიობი თინა მახარაძე მაყურებელმა სერიალიდან გოგონა გარეუბნიდან გაიცნო, სადაც მთავარ როლს ასრულებდა. ბოლო პერიოდში კი მისმა თამამმა განცხადებებმა მიიქცია ყურადღებამსახიობი პრაიმ თაიმთან ინტერვიუში ბავშვობას იხსენებს:

გლდანამდე რუსთავში დავიბადე და მეშვიდე კლასამდე იქ ვცხოვრობდი. მიყვარს რუსთავი თავისი ბათქაშჩამოყრილი ძველი სახლებით. ჩემი ტიპის ფორმირებაში რუსთავმა დიდი როლი შეიტანა. მე ძველ რუსთავში დავიბადე-გავიზარდე და ეზოებში დავრბოდი. ძველი აფთიაქის სუნს ვსუნთქავდი მთელი ჩემი ბავშვობა. ამის გამო გემოვნება ბევრად დამეხვეწა და ფაქიზი ნიუანსების შეგრძნება შემიძლია. მიყვარს ბაძუნგალა ჯიხურები, სადაც გაცრეცილ --კოლოფიანივაისროიიყიდება. ამაში ესთეტიკას ვხედავ."

- ხარ გოგონა გარეუბნიდან?

- ხო, გარეუბანში ვცხოვრობ. სხვა ადგილებშიც მიცხოვრია. ჩემი ოჯახი ცხოვრობს გლდანში და დროის დიდ ნაწილს იქ ვატარებ. დიდი პერიოდი ვცხოვრობდი სხვაგან, ჩემთვის, დამოუკიდებლად. ლოკაციას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მიხარია, რომ გლდანში ვცხოვრობ. ეს იმხელა სიამოვნებაა, როდესაც დილას ჩემ აივანზე გავდივარ და ვხედავ თვითმფრინავები როგორ მოფრინავენ ერთნაირი, მაღალი შენობების თავზე. ირგვლივ ბევრი კორპუსია, აზერბაიჯანელი ქალი ბოსტნეულს ყიდის და მე შემიძლია ყოველდღე ჩავიდე მასთან. ჩემ უბანთან დაკავშირებით საინტერესო ფოტო -პროექტის შექმნას ვაპირებ. კომპლექსი შეიძლება იმის მქონდეს, რომ საინტერესო რამეები ვაკეთო იმ ადგილას, რომელ ადგილსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ლესელიძეზე ისედაც ბევრი საინტერესო დაწესებულებაა, გლდანში - არაფერი.“

 

 თინა მახარაძე ამჟამად სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში თამაშობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016