ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი Facebook-ზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სიტყვებს: "ჯოჯოხეთს მოგიწყობთ! საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი, იმას რომ მოგასმენინებთ, მაშინ რას იტყვით"?! ეხმაურება:
"აი რაში ეტყობა გვარამიას, რომ სლაბია და არაპროფესიონალი. ჰო ყველამ ვიცოდით, რომ რ2 მიშას რუპორი იყო, მაგრამ ვიღაცეები "კოლეგიალობის", "მედიის ხელშეუხებლობის" თუ სხვა რაღაც-რაღაცეების გამო მის კრიტიკას ერიდებოდნენ (ძირითადად ენ ჯეო შმენჯეო და მისთ. მოქალაქეები) .
გვარამიას პირიდან წამოცდენილი ამ საკრალური და აპოკალიპტური სიტყვების შემდეგ "ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ხელისუფლებავ!" უკვე ძალიან ბევრ შუაშისტსაც მოერიდება რ2 მხარდაჭერა.
ძალიან გაშიფრა გვარამიამ თავი!
ტელევიზია მთავრობებს აზანზარებს მაშინ, როცა ის სიმართლეს აჩვენებს და ამ ტელევიზიის უკან მეტ-ნაკლებად რეიტინგული პოლიტიკური ძალაა.
ფარჩაკ ნაც მოძს და რ2 ს (რაც ერთი და იგივეა) ეს არ გამოუვა!"
შეგახსენებთ. რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ფარული ჩანაწერები და სათვალთვალო კამერების უკანონოდ დამონტაჟების ამსახველი კადრები აღმოჩნდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.