სპორტი
ნადალმა მადრიდის ტურნირი მოიგო, ნიშიკორი კი რომში ვერ იასპარეზებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
12 მაისი, 2014. 17:23
იაპონელი მადრიდის ტურნირს გამოეთიშა. ამის მიზეზი ზურგის ტრავმა გახდა, რომელიც კეიმ მადრიდში გამართულ ტურნირის ფინალში მიიღო, როცა მას ესპანელ რაფაელ ნადალთან ბრძოლაზე უარის თქმა მოუწია. როგორც ირკვევა, ნიშიკორი რომში გასამართ ტურნირზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას.
რაფაელ ნადალმა ფინალში კეი ნიშიკორი დაამარცხა 2:6, 6:4, 3:0. იაპონელი ტრავმის გამო მესამე სეტში გამოეთიშა ბრძოლას.
„მე მოვიგე ტურნირი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, ეს კი მუდამ დაუვიწყარ ემოციებს მგვრის. როცა შენ ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობ, ბედნიერებას გრძნობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია ჩემთვის.
სამწუხაროა, რომ ნიშიკორისთვის ყველაფერი ასე ცუდად დასრულდა. იგი ძალიან კარგად თამაშობს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19