მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ამჟამად ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელსაც მალე ჯგუფ „ვაკის პარკთან " ერთად განახორციელებს.
მომღერალი სამომავლო გეგმებთან ერთად, ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ საუბრობს:
„ __ რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც პარლამენტმა ახლახან მიიღო და დიდი განსჯის საგანიც გახდა?
- ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება ხდება. ევროპა დღე და ღამე იმაზე არ ფიქრობს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰომოსექსუალი იყოს, ეს არასერიოზული ბრალდებაა. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება. თუმცა, ცხადია, ორიენტაციის გამო ადამიანი არ უნდა ჩაქოლო და ისეთი სამსახურიდან არ გააგდო, სადაც ის ხიფათს არავის უქმნის. ცხოვრების წესი და ვნებები, მაგალითად, საკლასო ოთახში არც ჰეტეროსექსუალმა უნდა გამოხატოს, არც ჰომოსექსუალმა და არც ბისექსუალმა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მხარი 110-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არც ერთ მათგანს მიუცია. საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს რამდენიმე უკვე მოქმედ კანონშიც ითვალისწინებს.
წყარო: ჟურნალი „გზა"