6 მაისს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ რიგით მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. „ოქროს ფრთა“ ცამეტმა ნომინანტმა მოიპოვა , მათ შორის, „ღამის შოუს სტუდიამ“:
დავით გოგიჩაიშვილი: „12 წლის „ოქროს ფრთამ“ დააჯილდოვა ორ თვენახევრის „ტვ 11“. მადლობა ჯილდოსთვის. „ოქროს ფრთა“ ყველაზე მეტად მოუხდება ადამიანს, რომელსაც ოქროს ხელები აქვს. ეს დავით ლაბაძეა. “
გამარჯვებულთა შორის ასევე არიან: ჟურნალისტი მარიკა დარჩია, „მაესტროს“ გენერალური დირექტორი- ბაია გადაბაძე; ვახტანგ კახიძე; ნინო შუბლაძე, ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, რომელიც ჯილდოს მფლობელი კიევის მაიდნიდან ჩართვის გამო გახდა, დავით კოვზირიძე, იგივე „მძიმე კაცი“, ვასიკო ოდიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ჟურნალისტი კახა თოლორდავა, გოგა ჩანადირი, გვანცა კილასონია და ლევან ჯავახიშვილი.
„ოქროს ფრთა“ წელიწადში ერთხელ იმართება. ჯილდო მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს გადაეცემათ. ფონდ „ოქროს ფრთის“ შექმნის იდეა ჟურნალისტ ეთერ ჯიშკარიანს ეკუთვნის.
წყარო: „პრაიმ თაიმი“