reportiori.ge - ნათია მიქიაშვილი სკანდალურ გადაცემას რუსთავი 2-ზე წაიყვანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:09
მედია
ნათია მიქიაშვილი სკანდალურ გადაცემას რუსთავი 2-ზე წაიყვანს
12 მაისი, 2014. 18:35



ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადადის. საკუთარ საავტორო გადაცემა "ანატომიას" სწორედ ამ არხზე წაიყვანს. ჟურნალისტი  Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:


"ძალიან მოკლე დროში მივიღე გადაწყვეტილება მიმეღო ცხოვრებისგან კიდევ ერთი და ვფიქრობ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა!!!!!!!!!! "ანატომია" სულ რამდენიმე ხანში გავა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სამაუწყებლო ტელევიზია მზად არის საკუთარი საეთერო დრო დაუთმოს გადაცემა "ანატომია"-ს. და მე ეს ძალიააააააააააააააან მიხარია....... ვნახოთ რა გამოგვივა.. მგონი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... დიდი მადლობა ყველა იმ ტელევიზიას და მათ მენეჯმენტს, რომლებიც წლების განმავლობაში არ ერიდებოდნენ ანატომიის საშუალებით მიეცათ საზოგადოებისთვის სიმართლის გაგების უფლება... დიდი მადლობა მაყურებელს რომელიც, ენდობოდა, უყურებდა და აფასებდა ჩემს გადაცემას.. უთქვენოდ ანატომია ვერ იარსებებდა... დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომელთა კისერზეც გადაირია ყველაზე რთულმა დრომ... მიყვარხართ".


გადაცემა „ანატომია"  "მე-9 არხის" ეთერში გამოჩენამდე სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. გადაცემამ  მაყურებელთა ინტერესი სკანდალური თემებით მიიპყრო. მაგალითისთვის, ერთ-ერთ გადაცემაში ავტორი და წამყვანი ნათია მიქიაშვილი მაყურებელს მოუწოდებდა, გადაეწყვიტათ- ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა. თავად გადაცემაში კი, ქართული მხარის მიერ ომის პროვოკაციაზე საუბრობდა. ასევე, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016