„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი იქნება, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი კი - გიორგი ლაფერაშვილი. ამის შესახებ Media.Ge-ს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აცნობა.
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი მას შემდეგაა თავისუფალი, რაც არხი ნინო შუბლაძემ დატოვა. ის პარალელურად პოლიტიკური ტოქშოუს, „პოზიციის" წამყვანი იყო. წასვლის შესახებ განცხადება შუბლაძემ 12 მაისს გვიან ღამით სოციალურ ქსელ „Facebook"-ის, საკუთარ გვერდზე გააკეთა.
"ჩვენ გუშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ნინოსთან ერთად. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, თუმცა აგვისტოში ნინო მიდიოდა ისედაც, უბრალოდ გადმოიწია სამი თვით ადრე. რა თქმა უნდა, იმოქმედა ტელე-არხზე დაძაბულმა სიტუაციამაც, რომ მეც და მასაც გვისმენდნენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.