reportiori.ge - ნიკა გვარამია: ნინომ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა უნდა წასულიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:06
მედია
ნიკა გვარამია: ნინომ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა უნდა წასულიყო
13 მაისი, 2014. 13:01

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით ნინო შუბლაძე არხიდან წასვლას აგვისტოში გეგმავდა. როგორც ნიკა გვარამიამ prime time news-სთან საუბარში აღნიშნა, სამწუხაროა რომ ნინომ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა უნდა წასულიყო.


"არავითარი დაპირისპირება ნინო შუბლაძესთან საბედნიეროდ არ ყოფილა და არც ივარაუდება. შარშან გადაწყდა რომ ნინო მიდიოდა აგვისტოს თვეში და ეს რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროა რომ ნინომ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა უნდა წასულიყო. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან ნინო იყო ჩემი მარჯვენა ხელი. არა მხოლოდ ნიუსში, არამედ ზოგადად კორპორაციაში, მართვაში და საერთოდაც მგონია, რომ ნინოს მსგავსი პროფესიონალი ქართულ მედიას არ ჰყავს. ქართულ მედიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნინო შუბლაძე იყოს ქვეყანაში და ის არ მუშაობდეს. ამიტომაც მას ველოდებით დიდი მოლოდინით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც მისი პირადი პრობლემები გადაივლის ის დაბრუნდება მედიაში. რამდენიმე შეთავაზება ახლაც გვაქვს მისთვის და იმედი მაქვს, რომ  ამ შეთავაზებებს მიიღებს, როგორც კი სიტუაცია დამშვიდდება", - აცხადებს ნიკა გვარამია.


ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია გუშინ დატოვა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016