reportiori.ge - სავარაუდოდ, სანდრა რულოვსის გამო შეფერხებულ რეისზე ელჩები და სახალხო დამცველი, აეროპორტში სამი საათი ალოდინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:12
საზოგადოება
სავარაუდოდ, სანდრა რულოვსის გამო შეფერხებულ რეისზე ელჩები და სახალხო დამცველი, აეროპორტში სამი საათი ალოდინეს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 13:35


საქართველოს სახალხო დამცველს, ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს, თომას ჰამერბერგს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამი საათის განმავლობაში მოუწიათ მოცდა, სანამ თბილისში გამოფრინდებოდნენ. შემთხვევა 12 ივლისს მოხდა. ამ დღეს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა", რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, ელჩები და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ მან სხვა მგზავრებთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეიტყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული პრობლემის გამო რეისი რამდენიმე საათით გადაიდო, რის გამოც იძულებული გახდნენ დაახლოებით სამი საათი მოეცადათ.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მას და იქ მყოფ სხვა მგზავრებს წინასწარ არ მიუღიათ გაფრთხილება, რომ რეისი გადაიდებოდა, თუმცა, თვითმფრინავში გაფრენამდე ამოვიდა საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელიც სხვა მგზავრებთან ერთად აეროპორტში არ იმყოფებოდა.

ავიაკომპანია „აირზენაში" დაადასტურეს ინფორმაცია, რომ 12 ივლისს ბათუმი-თბილისის რეისი ნამდვილად გადაიდო იმის გამო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათით დაკეტილი იყო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.

 „ჩვენ გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამასთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური დოკუმენტი და თუ საჭირო გახდა, გამოვაქვეყნებთ",- აცხადებენ „აირზენაში".

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ყოველ წელს ზაფხულობით მიმდინარეობს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გეგმიური შეკეთება დროის იმ მონაკვეთში, როცა ფრენები არ ხორციელდება და აეროპორტი უთანხმდება ავიაკომპანიებს, რომ არ შეფერხდეს რეისების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და ის არ გამოიწვევს რეისების გადადებას.

„აირზენაში" განაცხადეს, რომ 12 ივლისს თბილისის აეროპორტიდან დაგვიანებით მიიღეს შეტყობინება ტექნიკური შეფერხების თაობაზე და ამის გამო, ყველა მგზავრის წინასწარ გაფრთხილება ვერ მოხერხდა. სწორედ ამით ხსნიან კომპანიაში იმ ფაქტს, რომ მგზავრების ნაწილს აეროპორტში რამდენიმესაათიანი ლოდინი მოუხდა, სანდრა რულოვსი კი იმ დროს მივიდა, როდესაც გადადებული რეისი შესრულდა.

გამოცემა სანდრა რულოვსის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. კითხვაზე - სხვა მგზავრებისგან განსხვავებით, სანდრა რულოვსი იყო თუ არა წინასწარ გაფრთხილებული  რეისის გადადების შესახებ და როგორ მოხდა, რომ მას სხვა მგზავრებთან ერთად  აეროპორტში არ მოუცდია და იქ მხოლოდ თვითმფრინავის გაფრენის წინ მივიდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რადგან რულოვსი აეროპორტში თვითმფრინავის გაფრენისას მივიდა, ლოგიკურია, რომ ის წინასწარ იქნებოდა გაფრთხილებული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016