„ambebi.ge" შეეცადა გაერკვია, რისი გახსენება რცხვენიათ ცნობილ ქართველებს. გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალურმა გვანცა ბაგრატიონმა ის დღე გაიხსენა, როცა როცა 17 წლის ასაკში ერთ ბიჭს საჩუქარი სახლში მიუტანა.
ცნობილია, რომ გვანცა ბერა ივანიშვილზე იყო შეყვარებული და მის მიერ შექმნილი პორტრეტი ბიძინა ივანიშვილის ვაჟს სახლში მიუტანა, თუმცა ამ ფაქტს ნანობს,სხვასაც თუ მიუტანა ანალოგიური საჩუქარი, ამას არ აკონკრეტებს.
„17 წლის ვიყავი, ერთი ბიჭი მომწონდა, რომელსაც სახლში ავუტანე საჩუქარი, ეს დღე ყველაზე სამარცხვინოდ მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან. კაცს არასდროს უნდა გაუკეთოს ქალმა საჩუქარი. შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. პატივისცემას სათანადოდ ვპასუხობ, მაგრამ იმ დღის გახსენება ისე მრცხვენია, არასდროს აღარ გავაკეთებ იგივეს", - განაცხადა გვანცამ.