reportiori.ge - ლუბა ელიაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:06
საზოგადოება
ლუბა ელიაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა
ავტორი:
20 აგვისტო, 2013. 17:14

ტელეკომპანია "მე-9 არხთან" დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა შეაფასა და პრეზიდენტის განცხადებას სისულელე უწოდა.
"პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა. პრეზიდენტი იმდენ არასერიოზულ განცხადებას ავრცელებს და იმდენ რაღაცას იგონებს, რომ კიდევ ერთი გამოიგონა. ცოტა შორს რომ წავიდეთ, შეიძლება დაწეროს, რომ ლუბა დედ-მამამ იმიტომ გააჩნა, მერე "ინფო 9" შეექმნა, "მე-9 არხის" დირექტორი გამხდარიყო, იქ ემუშავა და ჩვენთვის დედა ეტირებინაო", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „მეცხერ არხი"  იყო ერთი კონკრეტული რეჟისორის, ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი.
"არ უნდა ეწყინოთ "მე-9 არხის" თანამშრომლებს, ისინი გამოიყენეს იმისთვის, რისთვისაც გამოიყენეს და მერე ჩვეულებრივად გვერდით ჩასწირეს"- განაცხადა სააკაშვილმა.   

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016