თანამშრომლისა და მეგობრის, ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შესახებ prime time news-თან კომენტარს არხის პროდიუსერი და რეჟისორი, დემნა ჯაფარიძე აკეთებს.
დემნა ჯაფარიძე: გუშინ საღამოს ყველა ვნახე და წავედი. გვიან მომიმესიჯეს, რომ არხიდან ნინო წავიდა. არ დამირეკავს, ტელეფონით რა უნდა გამერკვია? ეს თემა არ არის ტელეფონში სალაპარაკო. ახლა ვაპირებ ტელევიზიაში წასვლას. მირჩევნია პირადად ვნახო ნიკა გვარამია და ნინო შუბლაძე. წარმოდგენა არ მაქვს - რა ხდება. ასეთი რამ დასაშვებია, ვიღაც წავა, ვიღაც მოვა. კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, გარდა იმისა, რაც თვითონ ნინომ დაწერა. ნინო უნდა ვნახო. ჩვენ ვმეგობრობთ.
- მეგობარმა მისი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდით?
- ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა, შესაბამისად ცილდება კიდეც ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის ფარგლებს. ნინო ამდენი ხნის განმავლობაში ქაჩავდა "კურიერს". სერიოზული გადაწყვეტილებაა.
- სავარაუდო მიზეზიც არ იცით?
- არა, რა სავარაუდო. თვითონ თქვა, რაც არის.
- როდის ნახავთ?
- დღეს ვნახავ, ყოველ შემთხვევაში ვეცდები ვნახო.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ნინო შუბლაძემ აზრი დაგეგმილზე სამი თვით ადრე დატოვა „ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილების" გამო.