reportiori.ge - სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საპყრობილეში სცემეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:42
სამართალი
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საპყრობილეში სცემეს
ავტორი:
20 აგვისტო, 2013. 18:35

სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, საბერძნეთში დაკავებული დავით ჩხიტუნიძე ათენში, საექსტრადაციო საპყრობილეში სცემეს.

ჩხიტუნიძის ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განუცხადებით, ჩხიტუნიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები ჩხიტუნიძეს ათენის საპყრობილეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა მიაყენა. 
"იმ ციხეში 80 ქართველია მოთავსებული. დავით ჩხიტუნიძე წლების განმავლობაში მუშაობდა გამომძიებლად და არ არის გამორიცხული, რომელიმეს ეცნო და ეცემა", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ჩხიტუნიძის მონახულების საშუალება არ ეძლევათ ათენში მის ადვოკატსა და საქართველოს ელჩს. 
დავით ჩხიტუნიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას მოითხოვს. 
ჩხიტუნიძე ათენში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016