პროექტ „X ფაქტორის“ ერთ-ერთი მენტორის, სტეფანეს ოთხეულში, ადგილი დამწყებმა მომღერალმა სალომე ტეტიაშვილმა დაიკავა. ამისთვის სტეფანეს ჩანაცვლება და თავისი გუნდიდან, ასევე დამწყები მომღერლის, თიკა ბალანჩინის გაშვება მოუწია. სალომე ტეტიაშვილი კონკურსის მკაცრი წესების შესახებ საუბრობს:
“ცოტა აგრესია წამოვიდა ჩემს მიმართ, თიკა როგორ გააგდოო, წერდნენ, მაგრამ თიკას ადგილას მე რომ ვყოფილიყავი თიკასკენ წავიდოდა აგრესია. მას ჩემს გამო არ დაუტოვებია პროექტი. შედეგებთან მონაწილეები არაფერ შუაში არ ვართ, ყველაფერს მენტორი წყვეტს. ამიტომ თუ ვინმემ პროექტი დატოვა, ამაში მონაწილეები დამნაშავე არ ვართ. თიკა ძალიან მაგარი გოგოა და ძალიან მიყვარს. უკვე აღვნიშნე, რომ ბევრმა ძლიერმა კონკურსანტმა დატოვა პროექტი, მაგრამ ამას ხომ ჩვენ არ ვწყვეტთ. ვისაც არ უნდა დაეტოვებინა პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში ხალხისგან იგივე რეაქცია წამოვიდოდა, რადგან ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს და რთულია, როცა შენიანი ტოვებს შოუს.”
სალომე ტეტიაშვილი, როგორც მომღერალი, მსმენელისთვის ინტერნეტით გახდა ცნობილი.
წყარო: „რეიტინგი“ ~