მომღერალ თამთა გოდუაძისა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ფლირტი, როგორც ambebi.ge წერს, თვალშისაცემი „X ფაქტორის" მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ გასაიდუმლოებულ ურთიერთობაზე ბევრს წერენ და მსჯელობენ.
გიორგი გაბუნიას მეგობრები ხუმრობენ გიორგის აშკარა სიმპათიებზე თამთას მიმართ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გაბუნიას „facebook"-ის პირად გვერდზე ფოტო გამოუქვეყნა, სადაც გიორგი თამთას ფოტოსესიას ათვალიერებს ერთ-ერთ ჟურნალში, ფოტოს კი წარწერა დაურთო - „შეყვარებული გაბუნია".
თამთა გოდუაძე კი „instagram"-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგისთან ერთად გადაღებულ სელფშოთს აქვეყნებს, ფოტოზე დართულ კომენტარებში გაბუნია თამთას არაქართველი მეგობრებისგან აშკარა მოწონებას იმსახურებს. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თამთა და გიორგი კი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.