reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - ჰოლანდიის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:37
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - ჰოლანდიის ნაკრები
14 მაისი, 2014. 17:52



პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. ბრაზილიაში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო 32 ნაკრები იასპარეზებს. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაციო მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი
B ჯგუფის წევრი ჰოლანდიის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს. ჰოლანდიის ნაკრებს ლუი ვან გაალი თავკაცობს.

„ნარინჯისფერებმა“ საუცხოოდ გაიარეს შესარჩევი ეტაპი და 9 გამარჯვებისა და 1 ფრის წყალობით, ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვეს ბრაზილიის საგზური.

ჰოლანდიის ნაკრებს საკმაოდ დამაჯერებელი წინა ხაზი ჰყავს, რაც ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობაზეც აისახა (ათ თამაშში 34 გოლი). რაც შეეხება უკანა ხაზს, „ნარინჯისფერთა“ დაცვის ხაზი საკმაოდ გამოუცდელია. მათთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ მოუწევთ თამაში. ასევე შესაძლოა პრობლემატური აღმოჩნდეს გუნდის შუახაზელთა, კონკრეტულად კი სნეიდერისა და ვან დერ ვაარტის საკლუბო კარიერის უკუსვლა. ეს ფეხბურთელები გრანდებში აღარ ასპარეზობენ და ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშს გადაეჩვივნენ.

ვინაიდან ლუი ვან გაალს ჯერ არ დაუსახელებია 23-კაციანი შემადგენლობა, გთავაზობთ ძირითადი 11-ეულის სავარაუდო განლაგებას:




ჰოლანდიელთა კარს სავარაუდოდ მიშელ ვორმი დაიცავს. მას სერიოზულ კონკურენციას ტიმ კრული უწევს, თუმცა ვან გაალი ალბათ 30 წლის მეკარის გამოცდილებას მიენდობა.

დაცვის ხაზში საკმაოდ გამოუცდელი, თუმცა პერსპერქტიული ფეხბურთელები არიან. ცენტრალურ მცველებად სავარაუდოდ მარტინს ინდი და დე ვრი შეწყვილდებიან. მარცხნივ ბლინდი განთავსდება, მარჯვენა გლანგს კი იანმაატი გააკონტროლებს. 30-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა „პსჟ“-ის მარჯვენა მცველი ვან დერ ვეილი.

ჩამშლელის პოზიციაზე უდავოდ „მილანის“ ბურჯი დე იონგი ითამაშებს. შეტევას პასებით სნეიდერი და ვან დერ ვაარტი მოამარაგებენ.

მარცხენა ფლანგიდან ლენსი შეუტევს, მარჯვენა ფლანგს კი ტრადიციულად რობენი აიკლებს. ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ვან პერსის ხილვა კი, ალბათ არავის გაუკვირდება.

საჭიროების შემთხვევაში ჰოლანდიელთა შეტევებს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი კლას-იან ჰუნტელაარი გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუი ვან გაალი ჰოლანდიელთა ჩვეული ტაქტიკის შეცვლას აპირებს და 5-3-2-ით გაიყვანს გუნდს. ამ შემთხვევაში ძირითადი შემადგენლობიდან ლენსი ამოვარდება, ცენტრალური დაცვის ხაზს კი „ასტონ ვილას“ მცველი რონ ვლარი გააძლიერებს, რომელსაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უკანასკნელ მატჩებში საკმაო ნდობა გამოუცხადა.


ჰოლანდიელებმა უკანასკნელი სპარინგ მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ, 5 მარტს გამართეს. „ნარინჯისფერთა“ სამწუხაროდ, „მამლებმა“ ამ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს - 2:0.

17 მაისს „ლომები“ ამხანაგურ შეხვედრას ეკვადორის წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდია
B
ჯგუფში ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

ჰოლანდიის თამაშების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

13 ივნისი   23:00  ესპანეთი - ჰოლანდია  (სალვადორი)
18 ივნისი   20:00  ავსტრალია - ჰოლანდია  (პორტუ ალეგრე)
23 ივნისი   20:00  ჰოლანდია - ჩილე  (სან პაულუ)



ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016