reportiori.ge - ეროსი კიწმარიშვილი: რუსთავი 2-ზე შევარდნებსა და ფინანსურ დევნას გამოვრიცხავ - რომც შეცვივდნენ, ამას რა მიზანი ექნება, მით უმეტეს, შედეგი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:24
მედია
ეროსი კიწმარიშვილი: რუსთავი 2-ზე შევარდნებსა და ფინანსურ დევნას გამოვრიცხავ - რომც შეცვივდნენ, ამას რა მიზანი ექნება, მით უმეტეს, შედეგი?!
14 მაისი, 2014. 18:43



ტელეკომპანია რუსთავი 2-ისდამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი  ბოლო პერიოდში არხთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს:

"რუსთავი 2"-ის მუშაობის შედეგად დადებული პროდუქტი, რასაც ყველა ვხედავთ, ბოლო 10 წლის შედეგია. გართობის ინდუსტრიაში კარგ პროდუქტს ვხედავ, პოლიტიკურ შოუებს კი ყველა არხზე ერთნაირი, მოძველებული და მდარე ხარისხი აქვს .იგივეა ფორმატი, სტილისტიკა, ერთადერთი, რაც უმჯობესდება, ინტერიერი და სტუდიაა, სხვა სიახლე არ არის. არადა, ბოლო 15 წელია მსოფლიო გაცილებით შორს წავიდა, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ. ის გავლენა, რაც მაშინ ტელევიზიას ჰქონდა და აქვს დღეს, მხოლოდ პროფესიონალიზმის შედეგია, თუმცა ვერ ვიტყვი, მოიმატა თუ იკლო ამ გავლენამ. კონკრეტულად მოსმენების თემას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ვნახე, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემში არც დიდი ემოციები გამოუწვევია. ერთი ის ვიცი, რომ არც ერთი და არც მეორე მხარის ქმედებას ისეთი არაფერი გამოუწვევია, ვერავინ ვერაფერს გადაყვება და ვერავინ ვერაფერს მოახდენს! გულწრფელად გეუბნებით, რაც დღეს ხდება, ბომბის აფეთქება არ არის, პატარ-პატარა ჩხუბია ორივე მხრიდან - ქარიშხალი ჭიქაში. დღეს საქართველოში მასშტაბური არაფერი ხდება. ეს მცირე დაძაბულობა "რუსთავი 2"-ზე ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის გავლენის მოსაპოვებლად დაიწყო, რასაც არხის რომელიღაც დაჯგუფების, რომელსაც არ ვიცი, ახლა ვინ წარმოადგენს, თავდაცვითი რეაქციები მოჰყვა. ეს არის პატარა, ლოკალური კონფლიქტები, რაც მასშტაბურ მოვლენებში არ გადაიზრდება. ვინც ამას ფიქრობს, გადაჭარბებული მოლოდინი აქვს. ეს ის მოვლენები არ არის, რამაც უნდა შექმნას ახალი ეპოქა ან ვინმე გადაიყოლოს. საერთოდ, მგონია, ვითარება არჩევნების მერე დამშვიდდება. კონფლიქტი იარსებებს, დაძაბულობა იქნება, მაგრამ ამ ჩარჩოებს არ გასცდება და ძალიანაც კარგი, თუ ასე მოხდება. ხალხი ამ ხელოვნური ქარტეხილებით დაიღალა. არხზე შევარდნებსა და ფინანსურ დევნასაც გამოვრიცხავ - რომც შეცვივდნენ, ამას რა მიზანი ექნება, მით უმეტეს, შედეგი?! - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა

 

ეროსი კიწმარიშვილი ამჟამად კენჭს რუსთავის მერად  იყრის. შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელისტუდია მაესტროსადარუსთავის მედიის მართვის კომპანიასშორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ტელეკომპანია „მაესტრო“ კი კვლავ ელის გამოძიების დაწყებას ეროსი კიწმარიშვილის მიერ ტელეკომპანიაში გადაძრომის ფაქტთან დაკავშირებით.

 



წყარო: „ვერსია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016