ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი „ჰიუნდაია“, რომელიც საკუთარ ავტობუსებზე, მუნდიალზე მოასპარეზე ნაკრებების სლოგანებს განათავსებს. გულშემატკივრებში გამოკითხვა დასრულდა და გთავაზობთ სლოგანებს, რომლებიც „ჰიუნდაის“ ავტობუსებს დაამშვენებენ:
A ჯგუფი:
ბრაზილია - PREPAREM-SE! O HEXA ESTÁ CHEGANDO! - გამხნევდით! მეექვსე თასი მოდის!
ხორვატია - S VATROM U SRCIMA ZA HRVATSKU SVI KAO JEDAN! - ცეცხლით ჩვენს გულებში, ყველა როგორც ერთი, ხორვატიისთვის!
მექსიკა - SIEMPRE UNIDOS… ¡SIEMPRE AZTECAS! - მუდამ ერთიანი! მუდამ აცტეკები!
კამერუნი - UN LION DEMEURE UN LION - ლომი ლომად რჩება
B ჯგუფი:
ესპანეთი - EN NUESTRO CORAZÓN, LA PASIÓN DE UN CAMPEÓN - ჩვენს გულებში ჩემპიონის ვნებებია
ჰოლანდია - Echte mannen dragen oranje - ნამდვილ მამაკაცებს აცვიათ ნარინჯისფერი
ჩილე - ¡CHI, CHI, CHI, LE, LE, LE! ¡VIVA CHILE! - ჩი! ჩი! ჩი! ლე! ლე! ლე! მიდი ჩილე!
ავსტრალია - SOCCEROOS: HOPPING OUR WAY INTO HISTORY! - ფეხბურთი: ჩვენი გზა ისტორიაში!
C ჯგუფი:
კოლუმბია - AQUÍ NO VIAJA UN EQUIPO, ¡VIAJA TODO UN PAìS! - აქ ჩამოდის მთელი ქვეყანა, არა მხოლოდ გუნდი!
საბერძნეთი - ΟΙ ΗΡΩΕΣ ΠΑΙΖΟΥΝ ΟΠΩΣ ΟΙ ΕΛΛΗΝΕΣ' - გმირები თამაშობენ ისე, როგორც ბერძნები
კოტ დ’იუვარი - LES ÉLÉPHANTS A LA CONQUÊTE DU BRÉSIL - სპილოები სრული დატვირთვით ბრაზილიისკენ
იაპონია - サムライよ!! 戦いの時はきた!! - სამურაი, ბრძოლის დროა!
D ჯგუფი:
ურუგვაი - TRES MILLONES DE ILUSIONES.... VAMOS URUGUAY - სამი მილიონის ოცნება ... წინ ურუგვაი!
კოსტა რიკა - MI PASIÓN EL FÚTBOL, MI FORTALEZA MI GENTE, MI ORGULLO COSTA RICA - ფეხბურთი ჩემი ვნებაა, ჩემი ძალა ჩემი ხალხია, ჩემი სიამაყე - კოსტა რიკა
ინგლისი - THE DREAM OF ONE TEAM, THE HEARTBEAT OF MILLIONS!! - ერთი გუნდის ოცნება, მილიონების გულისცემა!
იტალია - COLORIAMO D'AZZURRO IL SOGNO MONDIALE - შევღებოთ ფიფას მსოფლიო თასი ცისფრად
E ჯგუფი:
შვეიცარია - END STATION: 13.07.2014 MARACANA! - ბოლო გაჩერება: 13.07.2014 „მარაკანა“!
ეკვადორი - UN COMPROMISO,UNA PASIÓN, UN SOLO CORAZÓN, ¡VA POR TI ECUADOR! - ერთი ვალდებულება, ერთი ვნება, მხოლოდ ერთი გული, ეს შენთვისაა ეკვადორო!
საფრანგეთი - IMPOSSIBLE N'EST PAS FRANCAIS – „შეუძლებელი“ ფრანგული სიტყვა არაა!
ჰონდურასი - SOMOS UN PUEBLO, UNA NACIÓN, CINCO ESTRELLAS DE CORAZÓN - ჩვენ ვართ ერთი ქვეყანა, ერთი ერი, ხუთი ვარსკვლავი გულზე!
F ჯგუფი:
არგენტინა - NO SOMOS UN EQUIPO, SOMOS UN PAÍS. - არა მხოლოდ გუნდი, ჩვენ ვართ მთელი ქვეყანა.
ბოსნია და ჰერცოგოვინა - ZMAJEVI U SRCU...ZMAJEVI NA TERENU! - დრაკონები გულში, დრაკონები მოედანზე!
ირანი - افتخار پارس - სპარსეთის ღირსება
ნიგერია - ONLY TOGETHER WE CAN WIN - მხოლოდ ერთად შევძლებთ გამარჯვებას
G ჯგუფი:
გერმანია - EIN LAND, EINE MANNSCHAFT, EIN TRAUM - ერთი ერი! ერთი გუნდი! ერთი ოცნება!
პორტუგალია - O PASSADO É HISTÓRIA, O FUTURO É A VITÓRIA. - წარსული ისტორიაა, მომავალი - გამარჯვება.
განა - BLACK STARS: HERE TO ILLUMINATE BRAZIL - შავი ვარსკვლავები: აქ ბრაზილიის გასანათებლად
აშშ - UNITED BY TEAM, DRIVEN BY PASSION - ერთიანი გუნდი, რომელსაც გრძნობა ამოძრავებს.
H ჯგუფი:
ბელგია - VERWACHT JE AAN HET ONMOGELIJKE! // ATTENDEZ-VOUS À L'IMPOSSIBLE! - ელოდეთ შეუძლებელს!
ალჟირი - محاربي الصحراء فى البرازيل - უდაბნოს მეომრები ბრაზილიაში
რუსეთი - НАС НЕ ДОГОНЯТ!!! - ჩვენი დაწევა შეუძლებელია!!!
სამხრეთ კორეა - 즐겨라, 대한민국! - სიამოვნება მიიღეთ, წითლები!