reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - ჩილეს ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:47
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - ჩილეს ნაკრები
15 მაისი, 2014. 15:36

ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის. პსოფლიო პირველობისთვის 32 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.



ჩვენი დღევანდელი სტუმარი B ჯგუფში მოასპარეზე ჩილეს ნარებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ესპანეთის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს. ჩილეს ნაკრებს ხორხე სამპაოლი თავკაცობს.

შესარჩევ ციკლში ჩილეს ნაკრებმა (28 ქულით) არგენტინისა და კოლუმბიის კვალდაკვალ მესამე ადგილი დაიკავა და ბრაზილიის საგზური მოიპოვა.

ჩილეს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავები არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ კარგ ფორმაში არიან. მეტწილად სწორედ მათზე იქნება  დამოკიდებული ჩილეს წარმატება.

ამ ვარსკვლავების წყალობით, ჩილელები შეტევაში კარგად თამაშობენ. შესარჩევ ციკლში მათ 29 გოლის გატანა შეძლეს, თუმცა სწორედ ამგვარი, ზედმეტად შემტევი ფეხბურთია ჩილეს ნაკრების უარყოფითის მომტანიც. გუნდში ყველაზე სუსტი დაცვის  ხაზია, სადაც მაღალი დონის შემსრულებლების სერიოზული ნაკრებობაა. ამაზე შესარჩევ ციკლში გაშვებული გოლების რაოდენობაც მეტყველებს - 25 გოლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩილელებს კენჭისყრის დროს არ გაუმართლათ. მათ ჯგუფში ესპანეთი და ჰოლანდია იბრძვიან, რაც კიდევ უფრო ამცირებს სამხრეთ ამერიკელთა ჯგუფური ეტაპიდან გაღწევის შანსებს.

2 დღის წინ, ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გაფართოებული სამუნდიალო შემადგენლობა გაასაჯაროა.

მეკარეები: კლაუდიო ბრავო („რეალ სოსიედადი"), კრისტოფერ ტოსელი („უნივერსიდად კატოლიკა"), ჯონი ერერა („უნივერსიდად დე ჩილი"), პაულო გარესი („ო'ჰიგინსი").

მცველები: გონსალო ხარა („ნოტინგემი ფორესტი"), ენცო ანდია („უნივერსიდად კატოლიკა"), ხოსე როხასი („უნივერსიდად დე ჩილი"), მარკოს გონსალესი („უნიონი"), გარი მედელი („კარდიფი"), მაურისიო ისლა („იუვენტუსი"), ეუჯინიო მენა („სანტოსი"), მიკოლო ალბორნოსი („მალმე").

ნახევარმცველები: ფრანსისკო სილვა („ოსასუნა"), ფელიპე გუტიერესი („ტვენტე"), ხოსე პედრო ფუენტალიდა („კოლო-კოლო"), პაბლო ერნანდესი („ო'ჰიგინსი"), მარსელო დიასი („ბაზელი"), არტურო ვიდალი („იუვენტუსი"), კარლოს კარმონა („ატალანტა"), ჩარლეს არანგისი („ინტერნასიონალი"), ჟან ბოსეჟური („უიგანი"), მატიას ფერნანდესი („ფიორენტინა"), ხორხე ვალდივია („პალმეირასი"), როდრიგო მილარი („ატლასი").

თავდამსხმელები: ესტებან პარედისი („კოლო-კოლო"), გუსტავო კანალესი („უნიონი"), ედუარდო ვარგასი („ვალენსია"), ალექსის სანჩესი („ბარსელონა"), ფაბიან ორელიანა („სელტა"), მაურისიო პინილილია („კალიარი").

აღსანიშნავია, რომ 30-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა პისარო.

ვინაიდან ჯერჯერობით არგენტინელ სპეციალისტს 23-კაციანი, საბოლოო განაცხადი არ დაუსახელებია, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარ ჩილეს სამუნდიალო ძირითად შემადგენლობას:

 




ხორხე სამპაოლიმ ჯერჯერობით ვერ იპოვა თავისი თამაში. ჩილეს ნაკრები თითქმის ყველა თამაშს სხვადასხვა ფორმაციით თამაშობს. ჯგუფურ ეტაპზე გასამართი მატჩების უმეტესობას გუნდი სავარაუდოდ 4-4-2 ტაქტიკით გამართავს, ვინაიდან ჰოლანდიასა და ესპანეთთან ბურთის დაჭერის ალბათობა სამხრეთ ამერიკელებს თითქმის არ გააჩნიათ, კონტრ-შეტევებზე თამაშისთვის კი დაცვისთვის მეტი ყურადღების დათმობა იქნება საჭირო.

კარს ბრავო დაიცავს. ცენტრალური დაცვის ხაზში სავარაუდოდ სილვა და ხარა ითამაშებენ. უკანასკნელ შეხვედრებში სწორედ მათ ენდო არგენტინელი სპეციალისტი. მათ დასახმარებლად მედელს ხშირად მოუწევს საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეზე თამაში. მარჯვენა ფლანგზე უდაოდ ისლა განთავსდება, მარცხენა ზონას კი სავარაუდოდ მენა გააკონტროლებს.

ვიდალამდე ბურთის ატანა სავარაუდოდ კარმონასა და ფერნანდესის დუეტს დაევალება. ჩილელთა წინა ხაზი კი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამპაოლი ვარგასსა და სანჩესს დააწყვილებს.

ჩილელებმა უკანასკნელი სპარინგ მატჩი 5 მარტს გამართეს გერმანელების წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

ჩილეს თამაშების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:


14 ივნისი    02:00  ჩილე - ავსტრალია  (კუიაბა)
18 ივნისი    23:00  ესპანეთი - ჩილე  (რიო დე ჟანეირო)
23 ივნისი    20:00  ჰოლანდია - ჩილე (სან პაულუ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016