reportiori.ge - საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს დელეგაცია იმყოფება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:36
საზოგადოება
საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს დელეგაცია იმყოფება
ავტორი:
21 აგვისტო, 2013. 12:57

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გამოცდილების გაზიარება სამართალდამცავ სფეროში განათლების და ტრენინგების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები კონკრეტული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში და საერთო ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობის გაღრმავება.

სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ და საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შს სამინისტროს აკადემიის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ის დათვალიერება.

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 23 აგვისტოს დასრულდება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016