reportiori.ge - რიბერი როტაციას არაა დაჩვეული და გვარდიოლას უჩივის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:52
სპორტი
რიბერი როტაციას არაა დაჩვეული და გვარდიოლას უჩივის
15 მაისი, 2014. 15:52

დორტმუნდის „ბორუსიასთან" გასამართი გერმანიის თასის ფინალური მატჩის წინ, ფრანკ რიბერი მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას უჩივის.

ფრანკი უკმაყოფილოა იმით, რომ ზოგჯერ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„ზოგჯერ თამაშობ, ზოგჯერ სკამზე ზიხარ, ზოგჯერ კი უბრალოდ სახლში რჩები. მე ამას არ ვარ შეჩვეული. პირადად მე თამაში მჭირდება. შემიძლია 5-6 მატჩი გადაბმულად ვითამაშო. შესაძლოა ზოგჯერ დასვენება საჭიროა, მაგრამ არა ასე ხშირად", - განაცხადა რიბერიმ.


ფეხბურთელის საჩივარს უკვე გამოეხმაურა კლუბის სპორტული დირექტორი მატიას ზამერი.

„სათასო ფინალური მატჩის წინ არაა დრო პირადი კითხვების განსახილველად", - განაცხადა მან.

ბუნდესლიგის 2013/2014 წლების სეზონში ფრანკმა მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამის მიზეზი არა მხოლოდ როტაცია, არამედ ფრანგის ტრავმებიც გახლდათ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016