reportiori.ge - საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გასაღების ფაქტებზე ოლეგ ძოწენიძე დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:44
სამართალი
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გასაღების ფაქტებზე ოლეგ ძოწენიძე დააკავეს
ავტორი:
21 აგვისტო, 2013. 13:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გასაღების ფაქტებზე, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორის უფროსი ოლეგ ძოწენიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძოწენიძემ არ აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება მას სამსახურებრივად ევალებოდა. 
დაკავებულმა, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი ოდენობით არაიოდიზირებული მარილი შეიძინა და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, პროდუქციის ნაწილის რეალიზება განახორციელა. 
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძოწენიძემ ერთ-ერთი მოქალაქისთვის 5 ტონა არაიოდიზირებული მარილის მიყიდვისას, სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემები შეიტანა და დოკუმენტებში საქონლის რეალურ ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის თანხა დააფიქსირა, რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შემცირებას. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016