reportiori.ge - განათლების სამინისტრომ პროფესიული განვითარების გეგმა წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:46
საზოგადოება
განათლების სამინისტრომ პროფესიული განვითარების გეგმა წარადგინა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 14:16

განათლების სამინისტრომ 2013-2020 წლების პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის განხილვა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, კონფერენციის თემა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. კონფერენციას განათლების სფეროში მოქმედი ის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ახალი სტრატეგიის დანერგვაში მონაწილეობენ.

„კარგი სტანდარტები და პროგრამები მზადდება,რომელსაც მალე შევთავაზებთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებს." - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

აღინიშნა, რომ პროფესიული განათლება, დაინტერესებული პირებისათვის, მიმზიდველი უნდა გახდეს და რეალურ საგანმანათლებლო ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს. 

კონფერენციაზე პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის გეგმაც  წარადგინეს. საქართველოში მოქმედ 12 000 ბიზნეს კომპანიას  კითხვარები გადაეგზავნა, რომელსაც მხოლოდ 200 კომპანიამ უპასუხა.  გამოკითხვამ პროფესიული განათლების მართვის სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის ძალიან დაბალი დონე გამოავლინა.

პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია  ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავდა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016