reportiori.ge - „უკან რომ ვიყურები, მახსენდება ერთ მოხუცის ამბავი, რომელმაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მითხრა, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო უსიამოვნებებით, რომელთა უმრავლესობა არც კი მომხდარა“, - უინსტონ ჩერჩილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:27
სხვადასხვა
„უკან რომ ვიყურები, მახსენდება ერთ მოხუცის ამბავი, რომელმაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მითხრა, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო უსიამოვნებებით, რომელთა უმრავლესობა არც კი მომხდარა“, - უინსტონ ჩერჩილი
16 მაისი, 2014. 13:17


სპეციალისტებმა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბეს, თუ რა ქმედებებს ვინანებთ ყველაზე მეტად სიბერეში.

გახსოვდეთ, სიბერეში აუცილებლად ინანებთ, რომ:


1.            მეტისმეტად ბევრი დრო გაატარეთ ტელევიზორთან, უსასრულო სერიალების, გადაცემებისა და რეალითი-შოუების ყურებაში.


2.            მთავარ პრიორიტეტად აქციეთ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება, სოციალური ქსელები, თავით გადაეშვით ირეალურ სამყაროში.


3.            არ მისდიეთ ჯანსაღ ცხოვრებას და თქვენს მავნე ჩვევებს გაამარჯვებინეთ.


4.            ნაკლებად ტკბებოდით ამ სამყაროს მშვენიერებით და მისი ჭვრეტით, გაატარეთ დრო მუდამ სიჩქარესა და ფუსფუსში.


5.            ნაკლებ მორწმუნე იყავით და არ მიისწრაფოდით რაღაც მეტის შეცნობისკენ.


6.            იშვიათად ეგებებოდით მზის ამოსვლას და არ აცილებდით დაისს, რადგან სულ რაღაც სხვა საქმე გქონდათ, ან გეძინათ.


7.            მეტისმეტად შებოჭილი, მხდალი, სერიოზული იყავით და ძალიან შეესაბამებოდით საზოგადოებაში „სწორად" თუ „წარმატებულად" მოქცევის მიღებულ ნორმებს.


8.            მეტისმეტად მალე გაიზარდეთ და თავს უკრძალავდით, ხანდახან მაინც ყოფილიყავით ბავშვი, თუნდაც 40 წლის ასაკში.


9.            ცოტა მეგობარი გყავდათ და არ აფასებდით მეგობრობას, ნაკლებ დროს ატარებდით მეგობრებთან.


10.          მეტისმეტად ბოღმიანი, შურიანი და ეჭვიანი იყავით, რაც ხელს გიშლიდათ ლაღ ურთიერთობაში.


11.          ნაკლებ დროს უთმობდით ოჯახთან ურთიერთობას, ბავშვებს, ნათესავებს, ბევრს ჩხუბობდით მათთან. იშვიათად ეუბნებოდით სასიყვარულო სიტყვებს და იმას, თუ რა ძვირფასები იყვნენ ისინი თქვენთვის.


12.          იშვიათად იცინოდით, ნაკლებად გიხაროდათ და მხიარულობდით.


13.          მეტისმეტად მტკივნეულად აღიქვამდით სხვათა ქცევებსა და სიტყვებს.


14.          არ ავითარებდით საკუთარ ნიჭს და სულ მიგავიწყდათ ბავშვური ოცნებები და გატაცებები.


15.          ნაკლებს მოგზაურობდით და არ შეიცნობდით სამყაროს.


16.          მეტისმეტად ბევრი რამის გეშინოდათ.


17.          თავდაჯერება გაკლდათ და ბევრი რამ ვერ გაბედეთ.


18.          არ ჩაგიდენიათ გიჟური საქციელი, არ მიგიღიათ გაბედული გადაწყვეტილება, არ გიბრძოლიათ - ხელები ჩამოუშვით და გაჩუმდით.


19.          მეტისმეტად შეპყრობილი იყავით მატერიალური ნივთებით. ბევრი დრო, ძალა, ჯანმრთელობა დაახარჯეთ ამ ცხოვრებაში ფულის, ნივთების დაგროვების და კარიერისკენ სწრაფვაში.


20.          და აუცილებლად ინანებთ, რომ არ გითქვამთ ამ ცხოვრებაში  მთავარი და რომ ბევრი რამ დაგრჩათ უთქმელი.


წყარო: etanews.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016